ბრიტანულმა კომპანია ზენოსმა თავისი ახალი ავტომობილის, E10 R-ის ფოტოები და მის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა. ის გარეგნულად ფაქტობრივად არ განსხვავდება კომპანიის პირველ მოდელ E10-სგან. თუმცა, R-მოდიფიკაცია ფორდ ფოკუს RS-ის ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ასევე მუსტანგის ძრავების გამაში შედის.

New-Zenos-E10-R-1

სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ტურბო ძრავი ავტომობილის ბაზაშია განლაგებული და 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, უკანა ბორბლებს უკავშირდება. ის 350 ცხენის ძალას (6000 ბრ/წთ-ზე) და 475 ნიუტონმეტრს (4000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ზენოსის მონაცემებით, ამ ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.0 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 250 კილომეტრს აღწევს.

ორადგილიანი ღია კაბინის ცენტრალურ კონსოლზე სენსორული მულტი ფუნქციური TFT ეკრანია განლაგებული, საჭის რგოლის უკან კი მაჩვენბლების ციფრული დაფა განლაგდა. მსუბუქი, კომპოზიტისგან დამზადებული სავარძლები ოთხწერტილოვანი ღვედებით არის დაკომპლექტებული. ოპციის სახით ასევე შესაძლებელია კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული სავარძლების დაყენება, რომლებსაც ექვსწერტილოვანი ღვედები ექნება. ოპციაშივე შევიდა სწრაფად მოსახსნელი საჭის რგოლი.

2016 Zenos Z10 R 7

ზენოსი მყიდველს მოდელ E10 R-ის ვერსია “დრაივ ედიშნსაც” გამოუშვებს, რომელიც შეზღუდული რაოდენობით დამზადდება. განსხვავებული, მძლავრი ძრავის გარდა, ის საბაზო ვერსიისგან ასევე „ბილშტაინის“ რეგულირებადი ამორტიზატორებით და უფრო ეფექტური მუხრუჭებით აღიჭურვა. ეკიპირებაში შევიდა განსხვავებული დეკორატიული ელემენტები. ამასთან, ინტერიერის გასაწყობად ტყავი გამოიყენეს.

ახალი ავტომობილი, რომელიც 700 კილოგრამს იწონის, ბრიტანეთში 39 995 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 60 757 დოლარი) ღირს. ვერსია „დრაივ ედიშნი“ მხოლოდ 15 ცალი დამზადდება და ის 43 995 გირვანქა სტერლინგი (66 833 დლარი) ეღირება.