იამაჰა 1955 წელს შეიქმნა და მას შემდგ, მოტოციკლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწარმოებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოტორ GP-ს მსოფლიო ჩემპიონატსაც ხშირად იგებს, მოტორიან ნავებსაც აწარმოებს, თოვლმავლებს, გოლფ კარტებს და უამრავ სხვა რამეს. მის პროდუქციაში ჯერჯერობით არ ფიგურირებს ავტომობილი.

YAMAHA-CONCEPT-R-CAR

იამაჰას ავტომობილებთან ირიბი შეხება ჰქონდა. მაგალითად, „ტოიოტა 2000GT’ს“ შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. 1989-1997 წლებში ფორმულა 1-ის მიმწოდებელიც იყო. ერთხელ კი სუპერ ავტომობილის (OX99-11) შემუშავებაც სცადა 1994 წელს. 3.5-ლიტრიანი V12 ძრავით აღჭურვილი სუპერქარი, „იამაჰას“ ფ1-ის პროექტის დერივატივი იყო. მაგრამ მის წარმოებამდე საქმე ვერ მივიდა – ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ამ ავტომობილის ფასი 1.0 მილიონ დოლარს მიაღწევდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო.

მაგრამ იაპონური კომპანია ავტობაზარზე შეღწევის მცდელობას კვლავაც აგრძელებს. „იამაჰას“ სახელოვანი გორდონ მარის მიერ შემუშავებული საქალაქო პატარა ავტომობილ „მოტივის“ გამოშვება აქვს გადაწყვეტილი. მალე კი, ტოკიოს მოტორ შოუზე, კონცეპტუალურ სპორტულ მოდელს წარადგენს. ამ ავტომობილის შესახებ მცირე ინფორმაციაც კი არ გავრცელებულა. თუმცა ამ ფოტოზე მის ტიზერს ხედავთ, რომელიც გვამცნობს, რომ საქმე გვაქვს ორადგილიან ავტომობილთან, რომელსაც ძრავი (შიდაწვის) ბაზაში უნდა ჰქონდეს, ან ელექტრო ძრავ(ებ)ით უნდა იყოს აღჭურვილი.