ამერიკულ-იტალიურმა ალიანსმა Fiat Chrysler Automobiles-მა გადაწყვიტა, რომ უგზოობის პოპულარულ მოდელ Jeep Wrangler-ის ბაზაზე, მისი პიკაპისძარიანი ვერსია გამოუშვას. ეს ინფორმაცია, გამოცემა დეტროიტ ნიუსთან საუბრისას, ალიანსის მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ, დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუს დროს დაადასტურა.

მარკიონემ განაცხადა, რომ ახალ პიკაპს ტოლედოს (შტატი ოჰაიო) ქარხანა, ახალი თაობის „ვრანგლერთან“ ერთად გამოუშვებს. ამ ავტომობილის ბაზარზე გამოჩენა, დაახლოებით 2017 წლის ბოლოს არის მოსალოდნელი, მისი პიკაპისძარიანი ვარიანტის წარმოება კი ამის შემდეგ დაიწყება. რა სახელით, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.

Jeep-Wrangler-Based-Pickup-1

ბაზარი და ავტო მომიმხილველები ჯიპისგან Wrangler-ის პიკაპისძარიან ვერსიას დიდი ხანია, ელიან. ამერიკული კომპანია, რომელიც კრაისლერის ჯგუფის წევრია, ამ მოლოდინს პერიოდულად, კონცეპტუალური პიკაპებით აძლიერებდა, თუმცა არცერთი მათგანი წარმოებამდე არ მიუყვანია. იმ დროს, როცა ბაზარი გაჯერებულია სრულ და საშუალო გაბარიტიანი პიკაპებით, ვრანგლერის ბაზაზე დამზადებულ მომცრო პიკაპს ენთუზიაზმით მიიღებს.

პიკაპის გარდა, ჯიპის ერთგული მყიდველი Grand Wagoneer-ის მოლოდინშიცაა. კომპანიამ ახლახანს გამოაცხადა, რომ წარმოებისთვის დიდი ზომის უგზოობის მოდელს ამზადებს, რომლის სალონშიც სავარძლები სამ რიგად განლაგდება. მართალია, მისი სახელი არ დაუზუსტებია, თუმცა დიდი ალბათობით, ეს სწორედ „ვეგონერი“ იქნება.