ყოველ შემთხვევაში, ამას იმედოვნებს ბრიტანული გუნდი, რომელმაც გასული სეზონის წარმატებათა განვითარება ჯერჯერობით ვერ მოახერხა და „მერსედესის“ დაწევას ვინ ჩივის, „ფერარიც“ წინ „გაექცა“. მონაკოში კი გუნდს ყველაზე სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა – მისმა პილოტებმა, ვალტერი ბოტასმა და ფელიპე მასამ შესაბამისად, მე-14 და მე-15 ადგილები დაიკავეს.

მაგრამ როგორც „უილიამსის“ ტექნიკური დირექტორი რობ სმედლი ამბობს, ავსტრიის დიდი პრიზიდან მოყოლებული, გუნდი საგრძნობლად გააუმჯობესებს შედეგებს, რადგან სწორედ ავსტრიული რბოლისთვის მზად იქნება ის ისახლეები, რომლებიც ავტომობილის მახასიათებლების გასაუმჯობესებლად არის შემუშავებული.

Petronas-Sponsor

სმედლი განსაკუთრებით სწრაფი ტრასების იმედზეა და უახლოესი სამი რბოლა სწორედ ამ ტიპის ავტოდრომებზე გაიმართება. მათგან პირველს მონრეალი უმასპინძლებს, რომელსაც ზალცბურგი და სილვერსტოუნი მოჰყვება. მართალია, სმედლი მისი გუნდისთვის სეზონის ახალ დასაწყისად ავსტრიას ახსენებს, მაგრამ დასძენს, რომ სიახლეები კანადაშიც იქნება.

ამასთან, ინჟინრებმა სიახლეები ავტომობილის ყველა კომპონენტში მოამზადეს. ოღონდ, ის მათ არ აკონკრეტებს. „უილიამსი“ გასულ სეზონში სწრაფ ტრეკებზე უფრო გამოირჩეოდა და ეს ამჯერადაც ასეა. შესაბამისად, მონაკოში ჩავარდნა მოსალოდნელიც იყო. კანადაში და ავსტრიაში კი უკეთეს შედეგებს ისედაც ველით. მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ გუნდმა „ფერარის“ დაწევა შეძლოს.

„კანადაში და ბრიტანეთში შარშან მართლა ძალიან სწრაფები ვიყავით. სწორდ აქედან შევედით ფორმაში, რის შემდეგაც, ბევრი ქულაც დავაგროვეთ და კვარცხლბეკზეც ხშირად ავდიოდით. ამიტომ, შემდეგ რბოლებზე თავდაჯერებულები ვიქნებით“, – ამბობს სმედლი და დასძენს, რომ რაც მონაკოში მოხდა, ის აღარ გამეორდება.

მართალია, შედარებით ნელ ტრასებზე, როგორიცაა უნგრეთის და სინგაპურის, რბოლები წინაა, მაგრამ სმედლი ამბობს, რომ ესენი მონაკოს ვერ შეედრება. სამაგიეროდ სუზკას, სპასა და მონცას ტრეკების მახასიათებლები, გროველების მანქანს საუკეთესოდ მიესადაგება.

Petronas-Sponsor-Footer