Audi R8 ის ავტომობილი არაა, რომელსაც ვინმე სიმძლავრის ნაკლებობას დაუწუნებს. 610 ცხენის ძალა, ასეთი სუპერ ავტომობილისთვისაც კი არაა ცოტა. თავის 5.2-ლიტრიან V10 ძრავს ის Lamborghini Huracan-ისგან იზიარებს. მაგრამ სატუნინგო კომპანია Wheelsandmore-ში ჩათვალეს, რომ ეს ცოტაა და ოთხი რგოლის სიამაყის თავლას დამატებით 240 ცხენი დაუმატეს.

2017-audi-r8-by-wheelsandmore-has-850-hp-and-looks-decent_4

სიმძლავრის გასაზრდელად, ინჟინრებმა ძრავი მექანიკური დამჭირხნით აღჭურვეს, შეიცვალა ძრავის მართვის პროგრამა, ფრქვევანები, სტანდარტული ბარბაცები, უფრო მსუბუქი, ნაჭედით შეცვალეს. ასევე შეიცვალა გამოსაბოლქვი სისტემა, დგუშები და მქნევარაც კი. სიმძლავრის ასეთი მატების პარალელურად, იმისთვის, რომ ახალი მხეცი კონტროლირებადი ყოფილიყო, Drexler-ის წარმოების დიფერენციალის თვით ბლოკირების სისტემით აღიჭურვა.

2017-audi-r8-by

განხლებული ავტომობილი სპორტული, რეგულირებადი ამორტიზატორებით და ჰიდრავლიკური სისტემით აღიჭურვა, რომელსაც წინა ღერძის არეში, კლირენსის გაზრდა შეუძლია, რაც პარკირებისთვის გასაადვილებლადაა. ალუმინის მსუბუქი ბორბლები 20 (წინ) და 21-დუიმიანია (უკან). ისინი შესაბამისად, Continental-ის წარმოების 255/30/20 და 325/25/21 საბურავებით არის შემოსილი.

2017-audi-r8-by-wheelsandmore-has-8

გარდა იმისა, რომ ეს ავტომობილი, ტუნინგის გარეშეც ყოველთვის იქცევს ყურადღებას, ამიერიდან მის Wheelsandmore-ს ვერსიას კიდევ ერთი თვისება აქვს ამისათვის – ბოხი ხმა, რასაც ამიერიდან, 610-ის ნაცვლად, 850 ცხენი გამოსცემს. მწარმოებელი თავისი მხეცის დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. ცნობილია, რომ სტანდარტულ Audi R8-ს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 330 კილომეტრია.