ალბათ იკითხავთ, რა საჭიროა დამარბილებელი, როცა ყველა მწარმოებელი, ავტომობილის სიმტკიცის გაზრდაზე და ამგვარად, უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ფიქრობს. პასუხი მარტივია – ავტომობილის ზედაპირის დარბილება, შეჯახებისას ფეხმავალს ძლიერი დაზიანებისგან დაიცავს! და თანაც, დარბილება მაშინ ხდება, როცა ელექტრონიკა დაადგენს, რომ ფეხმავალთან შეჯახება გარდაუვალია.

კომპანია Waymo-მ, რომელიც Google-ის ავტონომიურ ტექნოლოგიებზე მომუშავე შტოა, ახალ ტექნოლოგიაზე პატენტი, რომელზეც განაცხადი 2015 წლის სექტემბერში შეიტანა, ახლახანს აიღო. როდესაც სენსორები დააფიქსირებენ, რომ ფეხმავალთან შეჯახება გარდაუვალია, სხვადასხვა საშუალებათა (მათ შორის ზამბარების) გამოყენებით, ავტომობილის ძარის ზედაპირები რბილდება.

ერთი შეხედვით, ასეთი რამ წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია, რომ Waymo-მ თავისი სიახლე დააპატენტა. ამასთან დარბილება ეხება არამხოლოდ ბამპერს, კაპოტს და სხვა დიდ პანელებს, არამედ საყრდენებსაც, კარებსაც და ყველაფერს, რაც ავტომობილის ექსტერიერს აყალიბებს.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმაზე, აპირებს თუ არა Google ახალი ტექნოლოგიის დანერგვას.