ფოლკსვაგენს კოლოსალური საჯარიმო ხარჯების გაღება მოუწევს, რის გამოც, რიგი პროექტების შეყოვნებას, ან თაროზე შემოდებას აპირებს. მისი ინვესტიციები წლიურად 1.0 მილიარდი ევროთი მოიკლებს. მაგრამ როგორც ირკვევა, შემცირებაში არ მოყვა „ბუგატის“ ახალი ჰიპერ ავტომობილი, რომელსაც ამ ეტაპზე, Chiron-ის სახელით მოიხსენიებენ.

Bugatti-B-GT-22

გამოცემა „იალოპნიკთან“ საუბრისას, ბუგატის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალ ავტომობილზე მუშაობა გრძელდება და მისი შეჩერება არ იგეგმება. მართალია, წინამორბედი „ვეირონი“ ფრანგული კომპანიისთვის ძალიან წამგებიანი იყო და დეფიციტს ფოლკსვაგენის ჯგუფი აფინანსებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ლეგენდარული ბრენდის საქმიანობის გაჩერება ვოლფსბურგელთა გეგმაში არ შედის. გაჩერება იმიტომ, რომ „ვეირონიც“ მისთვის ერთადერთი მოდელი იყო და Chiron-იც ასეთი იქნება.

ახალი ავტომობილის საორიენტაციო ფასი 2.4 მილიონი დოლარია, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც არაერთი გამოცემა ირწმუნება, ავტომობილი „ბუგატის“ მაინც არ მოუტანს მოგებას. არაოფიციალური ინფორმაციით, ყოველ გაყიდულ ვეირონს ბუგატისთვის 6.25 მილიონი დოლარის (!) ზარალი მოჰქონდა. სავარაუდოდ, წარმოებისთვის Chiron-ის მომზადებაც დაახლოებით „ვეირონის“ დონეზე დაჯდება. ანუ, ავტომობილის უზარმაზარი ფასი – 2.4 მილიონი დოლარი, ხარჯებს სანახევროდაც ვერ აანაზღაურებს.

Bugatti-B-GT-23

Bugatti-B-GT-30