ნიუ იორკის მოტორ შოუზე გამოსვლისას, „ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, დოქტორმა ჰაინც-იაკობ ნოიზერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია, მიკროვენ „კამპერის“ ბაზარზე დაბრუნებას აპირებს, ოღონდ თუ ეს მოხდა, ავტომობილი მხოლოდ ელექტრული ამძრავით დამზადდება.

მან დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვოლფსბურგელი ინჟინრები უკვე მუშაობენ ახალი ავტომობილის კონცეპციაზე. ავტომობილს ერთი ელექტრო ძრავი მოემსახურება, რომელიც წინ განლაგდება და შესაბამისად, მამოძრავებელ ძალასაც წინა ბორბლებს გადასცემს. ელემენტების ბლოკი კი ავტომობილის ძირზე განლაგდება.

გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, ნოიზერმა განაცხადა, რომ ახალ „კამპერს“ ორიგინალური სტილი შეუნარჩუნდება. კერძოდ, ავტომობილს განიერი, D საყრდენი ექნება. რაც მთავარია, ავტომობილი ისევ ყუთისებრი სილუეტით შესრულდება და რაც მთავარია, მას მოკლე კაპოტი და გადმონაშვერები უნდა ჰქონდეს.

მოკლე კაპოტის შესრულებას შესძლებელს სწორედ ელექტრო ძრავი გახდის – ის შიდაწვის ძრავებთან შედარებით, კომპაქტურია და ადვილად ჩაეტევა ავტომობილის მოკლე წინა ნაწილში. ელემენტების ბლოკის ძირზე განლაგება კი სალონის სივრცეს გაზრდის. ნოიზერს არ დაუზუსტებია, თუ როდს გამოვა ახალი „კამპერი“ ბაზარზე, თუმცა ის კი თქვა, რომ იმ დროისთვის ელექტრომობილების ტექნოლოგიები, ახლანდელზე გაცილებით განვითარებული იქნება.

რაც მთავარია, წინამორბედის მსგავსად, ახალი „კამპერი“ ხელმისაწვდომი ავტომობილი უნდა იყოს!