პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე დებიუტის წინ, Mercedეs-Benz-მა თავისი ახალი კონცეპტუალური 6-მეტრიანი მოდელის, Vision Mercedes-Maybach 6-ის ფოტო თიზერი გაავრცელა. ამ ავტომობილის ოფიციალური პრემიერა 18 აგვისტოს არის დაგეგმილი.

კონცეპტუალური “მაიბახი” წაგრძელებული ფორმებით, რადიატორის დამახასიათებელი ცხაურით, ვიწრო ფარებით და დაბალი შუშებით გამოირჩევა, რაც მთლიანობაში მას აგრესიულ იერს ანიჭებს. თავისი პროპორციებით, ის 2004 წლის Maybach Excelero-ს და Mercedes-ის კონცეპტ Vision Grand Turismo-ს მოგვაგონებს.

Mercedes-Maybach-Vision-6-10

ამ ეტაპზე უცნობია, რა აგრეგატით არის აღჭურვილი ეს მონსტრი, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისთვის უფრო მეტი ადგილი ავტომობილის წინა ნაწილშია. კაბინა უკანაა დაწეული. მას ორი კარი აქვს, რომლებიც სამქიმიანთა შესაფერის, თოლიის ფრთის სტილში იღება. სალონი შტუტგარტული კომპანიის მომავლის ავტომობილების ინტერიერის ხედვას წარმოადგენს. მასში ერთ-ერთი მთავარი ადგილი, სავარძლების და საჭის რგოლის გარდა, თითქმის მთელი სალონის სიგანეზე გადაჭიმული ეკრანი იკავებს.

სალონში არ ჩანს სატრანსმისიო გვირაბი, რაც დიდი ალბათობით იმაზე მიგვანიშნებს, რომ ავტომობილი ელექტრონული დანადგარით უნდა იყოს აღჭურვილი.