მონტერეის (კალიფორნია) საავტომობილო კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონწილე გახდა Mercedes-Benz-ის კონცეპტუალური ლუქს სედანი Vision Mercedes-Maybach 6, რომლის სახელშიც რიცხვი ნიშნავს, რომ ავტომობილის სიგრძე დაახლოებით 6 მეტრია (ზუსტად 5.7 მეტრი).

კონცეპტუალური ავტომობილის მთავარი დანიშნულება, Maybach-ის ავტომობილების მომავალი სტილის ძიებაა. გაბარიტების გარდა, მას ერთდროულად, მონუმენტურობა, ელეგანტურობა და ცოტა ბრუტალურობაც ახასიათებს. მას აქვს ძალიან დაბალი სილუეტი, გრძელი კაპოტი, ზორბა რადიატორი და ვიწრო ფარები. გარეგნობაში კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა უკანა გრძელი გადმონაშვერი. უკანა ფარებიც ვიწროა და კუდს მთელ სიგანეზე გაჰყვება.

mercedes-maybach-vis-30_1600x0w

კონცეპტუალური ავტომობილის გადაადგოილებას უზრუნველყოფს ოთხი, მუდმივმაგნიტიანი სინქრონული ელექტრო ძრავი. ყოველი მათგანი თითო ბორბალს ემსახურება. მათ ენერგიით ელემენტების ბლოკი კვებავს, რომელიც ავტომობილის ძირზეა მოთავსებული. მისი ტევადობაა 80 კილოვატსაათი. ოთხივე ძრავის ჯამური სიმძლავრე 750 ცხენის ძალას აღწევს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან ასის აკრეფა 4.0 წამზე ნაკლებში მოასწროს. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს დონეზეა შეზღუდული. სვლის სიშორე 500 კილომეტრს აღწევს.

mercedes-maybach-vis-9_1600x0w

კონცეპტის კიდევ ერთ საინტერესო თვისება, სწრაფად დამუხტვის უნარია. გერმანულკი კომპანია ირწმუნება, რომ 350-კილოვატსაათიანი სწრაფად დასამუხტი მოწყობილობით, სულ რაღაც ხუთ წუთში შესაძლებელია იმდენი ენერგიის შევსება, რამდენიც თითქმის 100 კილომეტრის გასავლელად იქნება საკმარისი. დამუხტვა შესაძლებელია როგორც კაბელით, ასევე უკონტაქტოდ, რა დროსაც ენერგიის გადაცემა, ელექტრომაგნიტური ველის გამოყენებით ხდება.

ექსტერიერის და ძალური დანადგარის გარდა, ყურადღებას ინტერიერიც იმსახურებს. იქ განსაკუთრებით გამოსარჩევია მაჩვენებლების დაფა, სავარძლები და კარების შიდა პანელები. ყველა მათგანი ისეა გაკეთებული, რომ ერთ მთლიან ელემენტს ქმნის და „რბილი“ ფორმებით გამოირჩევა. საქარე შუშის ქვედა შიდა ნაწილი, მაჩვენებლების დაფის და ეკრანის ფუნქციასაც ასრულებს.