სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლისას, მის მანქანას სისწრაფე აკლდა. ამას კი მის მიერ დაშვებული შეცდომაც დაემატა, რის გამოც, მხოლოდ მეცხრე ადგილს დასჯერდა. ამის გამო, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა მრბოლთა კლასიფიკაციაში მესამედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ფეტელმა პირველმა დააყენა თავის მანქანაზე სლიკ საბურავები და მაშინვე იმ მომენტისთვის წრის საუკეთესო დრო დააფიქსირა, თუმცა მალევე შეცდა, რაც ტრასის სველ ადგილზე გავლის შემდეგ მოხდა. ამის მიუხედავად, გერმანელი პილოტი თვლის, რომ ამის მიუხედავად, არ შემცდარა, როცა სლიკებზე გადავიდა.

shell-for-web

„ბოქსებში შესვლის გადაწყვეტილება სწორი იყო. მაგრამ ბევრი დრო მას შემდეგ დავკარგე, რაც დავტრიალდი. ამით, სლიკების უპირატესობა დავკარგე. ამის შემდეგ, გასწრება და წინ წაწევა ძალიან გართულდა. საერთო ჯამში, ეს ჩვენი დღე არ იყო“, – ყვება ფეტელი.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ფეტელი ფელიპე მასას მეტისმეტად აგრესიულ სტილში გასწრების გამო, 5 წამით დააჯარიმეს. მანევრის შესრულებისას, ფეტელმა მეტოქე მოსახვევის გარეთ გარიყა და სწორდ ამის გამო დაიმსახურა ჯარიმა. თუმცა ის განმარტავს, რომ გასწრებისას, საბურავებს გზის საფართან ძალიან მცირე ჩაჭიდება ჰქონდა და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ გამსწრებს მოსახვევის თითქმის მთელი სიგანე დასჭირდა.

„ვფიქრობ, ჯარიმა ზედმეტი იყო. მე ის სპეციალურად არ გამირიყავს. ასფალტთან არანაირი ჩაჭიდება არ იყო და მეც ტრასის მიღმა გადასვლა დამჭირდა. ასე ბევრ მოსახვევში იყო. უკანა ბორბლების ჩაჭიდება პრაქტიკულად მეკარგებოდა. რა თქმა უნდა, ფელიპესთვის ეს ყველაფერი ძალიან არასასიამოვნო იყო. შესაძლოა, მასაც იგივე პრობლემა ჰქონდა. ის ალბათ თვლის, რომ მე ტრასიდან მის გადაგდებას ვცდილობდი. მაგრამ ფაქტია, რომ სხვანაირად მოსახვევს ვერ გავივლიდი“, – დასძენს „ფერარის“ პილოტი.

content-banner