მელბურნის შემდეგ ვინ იფიქრებდა, რომ „მერსედესს“ მალაიზიაში რეალური კონკურენტი ეყოლებოდა. მას შემდეგაც კი, რაც სებასტიან ფეტელმა კვალიფიკაციაში მეორე ადგილი დაიკავა და პოულის მფლობელ ლუის ჰამილტონს თითქმის არაფრით ჩამორჩა, ეს ყველაფერი ამინდით გამოწვეულ შემთხვევითობას. ალბათ ამ დროს „ფერარიშიც“ არავის სჯეროდა იმის, რაც ზუსტად 24 სააათის შემდეგ მოხდა – მათმა ახალწვეულმა სამქიმიანებს ბრძოლა გაუმართა და მარცხიც აწვნია!

start-m

რბოლის შემდეგაც შეიძლებოდა ლაპარაკი იმაზე, რომ ტრასაზე პეისკარის გამოსვლამ ბევრი რამ შეცვალა და მარანელოელებს რისკის ხარჯზე, ტაქტიკური ბრძოლის საშუალება მისცა. მაგრამ ფაქტია, როცა ფეტელი, ჰამილტონი და ნიკო როსბერგი მეტნაკლებად თანაბარ სიტუაციაში იმყოფებოდნენ, წითელი ბოლიდი თითქმის იმავე ტემპით მოძრაობდა, როგორითაც მისი ორი ვერცხლისფერი მეტოქე.

„ფერარი დაბრუნდა“! – ასე დაიწყო რბოლის შემდგომი სახელდახელო პრესკონფერენცია ედი ჯორდანმა. და ამით სულად არ დაუკნინებია ამ გამარჯვებაში ფეტელის როლი. რადგან სკუდერიაში, დიდი ენცო ფერარის დროიდან მოყოლებული, მთავარი მანქანაა, ყველა და ყველაფერი დანარჩენი კი ამ მანქანას მიზნის მიღწევაში ეხმარება. ასეთი იყო თავის დროზე მიხაელ შუმახერი, რომელმაც მარანელოში ჩემპიონის ტიტული მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა და ასე შეიძლება იყოს ფეტელის შემთხვევაშიც, რომელმაც იტალიური გუნდის თითქმის ორწლიანი მოუგებელი პერიოდი მალაიზიაში ტრიუმფით დაასრულა.

GP MALESIA F1 2015 - ©FOTO STUDIO COLOMBO

რაც შეეხება „ფერარის“ (ჯერჯერობით) ბოლო ჩემპიონს, სეპანგზე მას არ გაუმართლა – სტარტზევე უკანა მარცხენა ბორბალი დაუზიანდა და წრის მეტი წილი, ნელი ტემპით გაიარა. ბედად, ტრეკზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რამაც კიმის დანაკარგი შეამცირა. და მანაც ეს შანსი იმისთვის გამოიყენა, რომ ფინიშთან მეოთხე მისულიყო. ოღონდ, ეს იოლი საქმე არ ყოფილა – ამისათვის ფინელ პილოტს ბევრი გასწრება დასჭირდა. იმედია, ჩინური ეტაპიდან, სამქიმიანებს ისიც შეაწუხებს, რაც რბოლებს გაცილებით საინტერესოს გახდის…

„მერსედესი“ და მისი პილოტები დაგვავიწყდა? სულაც არა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ იყო მათი (მთელი გუნდის) საუკეთესო რბოლა და თუ ჩრდილში დავტოვებთ, ამით არც მათ ეწყინებათ. მითუმეტეს, მათზე საწერი მომავალი რბოლების შემდეგ აუცილებლად გვექნება. სხვათა შორის, სეპანგში რბოლის შემდეგ, მათმა შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა – ყველა რბოლას ვერ მოიგებ, სებასტიანმა დღეს გამოგვაფხიზლა და ეს საჭირო იყო. წაგება უფრო გაგვაძლიერებსო!

Petronas-Sponsor

მალაიზიის დიდი პრიზი (310.408 კმ)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:41:05.793
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +00:08.569
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:12.310
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:53.822
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:10.409
  6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:13.586
  7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 01:39.085
  8. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
  9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1 წრე
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1 წრე
  12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
  15. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 3 წრე

გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)           9 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)       15 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)           35 წრე

გ. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)            53 წრე

შენიშვნა: გ – გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი – 1:42.062, 43-ე წრე

პილოტები

  1. ლუის ჰამილტონი 43
  2. სებასტიან ფეტელი 40
  3. ნიკო როსბერგი 33
  4. ფელიპე მასა 20
  5. კიმი რაიკონენი 12
  6. ფელიპე ნასრი 10
  7. ვალტერი ბოტასი 10
  8. დანიელ რიკარდო 9
  9. ნიკო ჰულკენბერგი 6
  10. მაქს ფერსტაპენი 6
  11. კარლოს საინს უმცროსი 6
  12. მარკუს ერიქსონი 4
  13. დანილ კვიატი 2
  14. სერხიო პერესი 1

გუნდები

  1. მერსედესი 76
  2. ფერარი 52
  3. უილიამს-მერსედესი 30
  4. ზაუბერ-ფერარი 14
  5. ტორო როსო-რენო 12
  6. რედ ბულ-რენო 11
  7. ფორს ინდია-მერსედესი 7

Petronas-Sponsor-Footer