სარბოლო სტრიმლაინერი, სახელად Venturi VBB-3 არის სიჩქარის სახმელეთო ახალი რეკორდის მფლობელი. რაკეტის მსგავსმა ამ ავტომობილმა ბონვილის დამშრალი ტბის მარილიან ფსკერზე, 549.43 კმ/ სთ სიჩქარე განავითარა.

მონაკოში ბაზირებულმა გუნდმა Venturi-მ და მისმა პარტნიორმა, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფმა სახელწოდებით „საავტომობილო კვლევების ცენტრი“, ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდი მეორედ დაამყარა. პირველ წარმატებას მათ 2010 წელს მიაღწიეს. მაშინდელი რეკორდული სიჩქარეა 494 კმ/სთ.

VBB-3 დამზადდა 2013 წლის პირველ ნახევარში, მაგრამ მას შემდეგ, გუნდი ბონვილის ტრასაზე რეკორდისთვის ხელსაყრელ ამინდს ელოდა. ამიტომ, სამი წლის განმავლობაში, რეკორდის დამყარების მცდელობაც კი არ ჰქონია.

venturi-vbb-3-reaches-341-mph-setting-electric-car-land-speed-record1

სარეკორდო გარბენის დროს, ავტომობილს ოჰაიოს „ტრანსპორტის კვლევის ცენტრის“ თანამშრომელი როჯერ შრორერი მართავდა. გარბენი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) რეგლამენტის შესაბამისად ჩატარდა. ერთჯერადი გარბენისას ავტომობილის სიჩქარემ 576-ს მიაღწია. მაგრამ რეკორდის ოფიციალურად დასაფიქსირებლად აუცილებელია, რომ გარბენი ორივე მიმართულებით შესრულდეს. რეკორდად კი ორივე გარბენის საშუალო მაჩვენებელი ითვლება.

Venturi-ს მფლობელ გილდო პალანკა პასტორის თქმით, ის ამაყობს, რომ სამწლიანი მოლოდინი სასურველი შედეგით დასრულდა. ხშირმა წვიმებმა და ქარებმა გარბენს თარიღი არაერთხელ გადადო. საბოლოოდ კი, მსოფლიოში ყველაზე მძლავრ (3 000 ცხ.ძ) ელექტრომობილს, თავის გამოჩენს საშუალება მიეცა. აღსანიშნავია, რომ VBB-3 3.5 ტონას იწონის, საიდანაც 1.6 ტონა ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ელემენტების ბლოკზე მოდის. ავტომობილი ორი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომლებიც თითო ღერძს ატრიალებენ. მზიდი სტრუქტურა ფოლადის მილებისგან არის შეკრული, ძარა და ცალკეული ელემენტები კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა.

Venturi-ს შემდგომი მიზანი, 400 მლ/სთ (643 კმ/სთ) სიჩქარის მიღწევაა.