ამერიკულმა კომპანია „ჰენსი პერფორმენსმა“, პიკაპ „ველოჩირეპტორ 600 სუპერჩერჯედის“ წარმოება დაიწყო, რომელიც პირველად 2014 წლის დეკემბერში გაგვაცნო. ეს ავტომობილი „ფორდის“ პოპულარულ პიკაპ „F-150 FX4 სუპერქრიუს“ ბაზაზეა შემუშავებული და მის გადაადგილებას 600-ცხენისძალიანი ძრავი უზრუნველყოფს.

ეს ძრავია 5.0-ლიტრიანი V8, რომელსაც „რუტსის“ წარმოების მექანკური კომპრესორი ემსახურება. გარდა ამისა, ძრავზე შეცვლილია ფრქვევანები, რომლებიც უფრო მძლავრებმა ჩაანაცვლა. გარდა ამისა, ძრავს აქვს განსხვავებული გამომშვები სისტემა და მართვის ელექტრონული სისტემა შეცვლილი პროგრამით. ამ აგრეგატის დახმარებით, ზორბა პიკაპს ადგილიდან ასის ასაკრეფად დაახლოებით 4.0 წამი ჰყოფნის.

hennessey-velociraptor-600-supercharged-f-150-002-1

„ველოჩირეპტორ 600 სუპერჩერჯედის“ საბაზო კომპლექტაციაში შევიდა 17-დუიმიანი ბორბლები, რომლებიც „BFგუდრიჩის“ უგზოობის საბურავებითაა შემოსილი. ოპციის სახით შესაძლებელია უგზოობის შესაფერისი ბამპერების, ჯალამბრის, „ბრემბოს“ მუხრუჭების და უგზოობის შესაფერისი დაკიდების სისტემის (რეგულირებადი ამორტიზატორებით) დაყენება.

სუპერ პიკაპის საწყისი ფასი 73 500 დოლარია. ამ ფასში შედის დონორული „ფორდ F-150 FX4 სუპერქრიუს“ ფასი და სამწლიანი გარანტია, რომელიც 36 000 კილომეტრის ტოლფასია.