SmartBox: ავტომობილებისადმი ინტერესი როდიდან გაგიჩნდათ?

ღრმა ბავშვობიდან.. ერთხელ სკოლის მასწავლებელმა გვთხოვა დაგვეწერა საკუთარ ოცნებებზე – ზოგმა მარადიული ტკბილეული, ზოგმა ბევრი ფული, ზოგმა დიდი ფერადი ტელევიზორი ინატრა.. მე სპორტულ ავტომობილზე ვოცნებობდი

SmartBox: ვინ გასწავლათ მანქანის მართვა?

სტანდარტულად, როგორც ხდება ხოლმე – ბიჭის ენთუზიაზმი და მამის გამოცდილება.

SmartBox: რამდენი წელია უკვე ამ სპორტით ხართ დაკავებული?

2009 წელს ვიყიდე ჩემი პირველი სპორტული ავტომობილი, პირდაპირ ავტოდრომზე ავედი და დავიწყე ვარჯიში.

SmartBox: გაიხსენეთ თქვენი პირველი რბოლა, პირელი შედეგი როგორი იყო?

არცთუ საამაყო შედეგით დასრულდა, მაგრამ საწყის ეტაპზე ყველაზე მთავარი, გამოცდილება მივიღე. თავიდან ცოტას ვნერვიულობდი, თუმცა მალევე გადავლახე ეს პრობლემა და მომდევნო შეჯიბრზე უკვე პოდიუმზე ავედი.

Vano-Mdzeluri

SmartBox: გვიამბეთ თქვენი მიღწევების შესახებ.

ვარ წყვილთა რბოლაში 2013 და 2014 წლის სეზონების საქართველოს ჩემპიონი. 2012-2014 წლების სეზონზე მიღებული მაქვს 30-მდე შეჯიბრში მონაწილეობა წყვილთა რბოლაში და აქედან 27-ჯერ პოდუიმზე მოვხვდი. სპორტსმენისთვის ნებისმიერ სარბიელზე გამარჯვება მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია. ვფიქრობ მომავალი უკეთესი იქნება, ვიდრე წარსული იყო.

SmartBox: რას განიცდით რბოლის დროს?

ჩვენ, ადამიანები, ვეძებთ ბედნიერებას.. ბედნიერება არის ყველაზე ნაცნობი და ამავე დროს ყველაზე უჩვეულო ემოცია ჩვენს ცხოვრებაში. ჩემთვის ყველაზე დიდი ემოცია, განცდა, ადრენალინი და ბედნიერება ავტორბოლაა. რბოლის დროს ყველაზე მოტივირებული ვარ, თავს საუკეთესოდ.

SmartBox: ვინ არის თქვენთვის სამაგალითო მრბოლელი?

ნიკი ლაუდა

SmartBox: საოცნებო რბოლა

ბრაზილია, ინტერლაგოს, ფორმულა 1-ის ლეგენდარული ტრეკი.. სეზონის ბოლო, გადამწყვეტი რბოლა.. და ჩემპიონობის რამდენიმე კანდიდატი.

SmartBox: საყვარელი ავტომობილი

სუბარუ იმპრეზა, რომელმაც ჩემი ბავშვობის ავტოსპორტის სამყარო შექმნა. მყავს საოცნებო ავტომობილი, რომელიც ყველა სურვილს მისრულებს.

SmartBox: რბოლის გარდა რითი ხართ დაკავებული?

თავისუფალ დროს ველი ზამთარს და თოვლს, რათა ექსტრემალურად დავეშვა გუდაურის მაღლობებიდან.

SmartBox: რა პროფესიის ხართ?

პროგრამისტი

SmartBox: რა გეგმები გაქვთ მომავალში?

მომავალ სეზონზე წრიულ რბოლაში და ასევე კლასიკურ რალიში მივიღებ მონაწილეობას.

SmartBox: რას ურჩევდით მომავალ ავტომრბოლელებს?

საკუთარი ძალები სარბოლო ტრასაზე დაამტკიცონ და არა ქალაქის ქუჩებში.

Vano-Mdzeluri-1