ვალტერი ბოტასი ამ სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდბა და ამასთან დაკავშირებით, პადოკში გავრცელდა ხმა იმის შესახებ, რომ თითქოს, მის გადაბირებას „ფერარი“ ცდილობს, რომელსაც ბოტასი კიმი რაიკონენის ნაცვლად სურს. რაიკონენსაც მარანელოელებთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება და არაა გამორიცხული, რომ მათ მისი ერთი წლით გაგრძელება აღარ ისურვონ.

მაგრამ ბოტასი ამ ჭორებს უარყოფს: „რაღაც ამბები წავიკითხე, რამაც ცოტა გამახალისა, რადგან ვიცი, რაშიცაა საქმე. მთავარი ისაა, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარე სეზონზე ვარ ფოკუსირებული და ვცდილობ, გუნდს მაქსიმუმი მოვუტანო. დანარჩენის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი. შემდეგი სეზონისთვის გეგმაში ჯერ არაფერი მაქვს. ამაზე არც ვფიქრობ. ეს ჩემი მენეჯმენტის საქმეა“.

Petronas-Sponsor

ბოტასისთვის ძალიან წარმატებული იყო გასული სეზონი, რომელშიც ის რამდენჯერმე ავიდა კვარცხლბეკზე. მართალია, ჯერ რბოლა არ მოუგია, მაგრამ ფინელი ახალი თაობის მრბოლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. შესაბამისად, მას გამარჯვების ამბიციებიც აქვს. „უილიამსი“ ის გუნდია, რომელმაც გასულ სეზონში თავის გამოჩენის საუალება მისცა. მაგრამ ამჯერად გუნდს მყარი მესამე პოზიცია უკავია – „მერსედესის“ გარდა, „ფერარიც“ წინ „გაექცა“. სამაგიეროდ, თავად არცთუ შორეულ წარსულში უძლეველ „რედ ბულს“ და მასავით „მერსედესის“ ძრავით მოასპარეზე „ლოტუსს“ სჯობს.

მოკლედ, თუ „ფერარი“ ბოტასით მართლა დაინტერესდა, ფინელი პილოტი იქ გადასვლაზე უარს არ იტყვის. ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ მარანელოში რაიკონენის გაშვება გადაწყვიტონ. იტალიური გუნდის შეფ მაურიციო არივაბენეს ნათქვამი აქვს, რომ კიმის გუნდში დარჩენა, მისსავე შედეგებზეა დამოკიდებული. „ფერარის“ ბოლო ჩემპიონიც ჯერჯერობით მონდომებულია…

Petronas-Sponsor-Footer