ძრავის აწყობა რთული საქმეა და ბევრს არ ეხერხება. მითუმეტეს ძნელია მრავალცილინდრიანი ძრავის აწყობა. რა თქმა უნდა, ძრავს ძალიან გამძლე და მტკიცე მასალებისგან აწარმოებენ, რათა მისმა დეტალებმა წარმოუდგენლად მაღალ დატვირთვებს გაუძლოს. აღფრთოვანებას იწვევს იმ ენთუზიასტების მონდომება და მოხერხება, რომლებიც მცირე მასშტაბის შიდაწვის ძრავებს აკეთებენ. მათთვის მცირე გაბარიტების გარდა, ყველაფერი შეზღუდულია.

V8 Engine Crafted From

მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თურმე პატარა ძრავის გაკეთება ქაღალდისგანაც ყოფილა შესაძლებელი. უცნობია იმ ნიჭიერი ადამიანის ვინაობა, რომელმაც ამ ვიდეოზე ნაჩვენები ქაღალდის V8 მინი ძრავის აწყობა შეძლო. ქაღალდის გარდა, მას სკოჩის ლენტაც გამოუყენებია – მხოლოდ იმიტომ, რომ ხახუნი შეემცირებინა. მუხლა ლილვის და გამანაწილებელი ლილვის დამაკავშირებელი კბილანებიც კი ქაღალდისაა!

საწვავის მიწოდებაც ორიგინალურად ხდება – ბუშტის დახმარებით, რომელიც ძრავს საკმაოდ განიერი, რეზინის მილის დახმარებით მიეწოდება. ვიდეოზე ნაჩვენებია ძრავის ბლოკის ქვედა ნაწილიდან, მუხლა ლილვი და მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმი. ძრავს მარტივად უერთდება მისი თავი, რომელშიც აირგამანაწილებელი მექანიზმია მოთავსებული…

იხილეთ ვიდეორგოლი: