ცოტა ხნის წინ, ლენდ როვერმა გაგვაოცა იმით, რომ მისმა დისქავერი სპორტმა სამი ვაგონი რამდენიმე კილომეტრზე ატარა. მსგავსი თავდადება ახლახანს Mercedes-Benz-მა გაიმეორა, რომელმაც თავისი სატვირთო და სპეცავტომობილების მწარმოებელი შტოს, Unimog-ის ავტომობილი, სატვირთო სარკინიგზო შემადგენლობას ჩაუბა.

ოღონდ, ეს ჯერ მხოლოდ ტესტები იყო, რომელიც ბერლინის სატრანსპორტო შოუ „ინტრანსის“ ჩვენების წინ, Unimog-ის მრავალმხრივი დანიშნულების ავტომობილს ჩაუტარდა. შტუტგარტელები შოუს დროს, ამ ავტომობილის შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენენ. პირველ შემთხვევაში, ავტომობილი გამწევი ლოკომოტივის როლს შეასრულებს. მეორე შემთხვევაში, ის აღჭურვილი იქნება მოწყობილობით, რომლის დახმარებითაც, სარკინიგზო ელექტრო გაყვანილობის მომსახურებას შეძლებს. მესამე შემთხვევაში, ის რკინიგზის მომსახურებისთვის იქნება მომზადებული.

Der „2-Wege Unimog“ wird genutzt als Rangierfahrzeug, in der Schienen- und Oberleitungswartung sowie bei Arbeiten auf und an den Strecken – hier eine Ausführung mit Kranaufbau. ;The road-rail Unimog is used as a shunting vehicle, for rail and overhead cable maintenance, as well as for other work along sections of the railway – here a version with a crane body.;

Unimog-ს (Shorthand for Universal Motor Gerät – მოკლე უნივერსალური მოტორიანი მოწყობილობა) შუალედური ადგილი უკავია G-Class-ის უგზოობის ავტომობილსა და Daimler-ის დიდი ზომის სატვირთო ავტომობილებს შორის. ის ბაზირებულია უნვერსალურ პლატფორმაზე. მისი წარმოება მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მოკლე დროში დაიწყო. ამჟამად მას იყენებენ სამხედრო, სახანძრო-სამაშველო, თოვლსაწმენდ, სასოფლო, სატყეო, სამშენებლო და უამრავი სხვა დანიშნულებით. მალე ამ ჩამონათვალს სარკინიგზო მომსახურებაც დაემატება.

მოკლედ, „დისქავერი სპორტისგან“ განსხვავებით, ბერლინის შოუზე Unimog-ის საჩვენებელი გამოსვლა არ იქნება უბრალო სარეკლამო ტრიუკი. ეს ამ ავტომობილის კიდევ ერთი სამუშაო როლია…

Mercedes-Benz Unimog 2-Wege: Wirtschaftliches Rangieren von Anhängelasten bis zu 1000 t bei vergleichsweise leichtem Fahrzeuggewicht ;Mercedes-Benz road-rail Unimog: economical shunting with up to 1000 t towing capacity and a relatively light vehicle weight.;