ბრიტანულმა კომპანია „ალტიმა სპორტსმა“ თავისი ახალი სუპერ ავტომობილი, სახელად „ევოლუშნ“ გაგვაცნო. ის ერთდროულად კუპეს და კაბრიოლეტის ძარითაა ხელმისაწვდომი, მისი ყველაზე მძლავრი ვერსიის სიმძლავრე კი 1020 ცხენის ძალას აღწევს. ახალი სუპერ ავტომობილის ორივე ვერსია, კომპანიის გამაში GTR-ს და „კან-ამს“ შეცვლის. „ევოლუშნზე“ შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, პირველი კლიენტი კი ავტომობილს სექტემბერში მიღებს.

ახალი ავტომობილი, წინამორბედებისგან გარეგნულად პრაქტიკულად არ განსხვავდება. შენარჩუნებულია ლე მანის პროტოტიპების სტილი, რომელიც „ალტიმას“ საფირმო ნიშანი გახდა. თუმცა, სიახლე მაინც არის. ესაა შუქდიოდური ფარები, ალუმინის ნაჭედი ბორბლები, ინფოტაინმენტ სისტემა სატელიტური ნავიგაციით და უკაბელო კავშირის სისტემა. მოდერნიზაცია ჩაუტარდა შასის.

Ultima-Evolution-Coupe-002

„ევოლუშნს“ მამოძრავებელ ძალას, Chevrolet-ს წარმოების V8 LS ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 350-დან 1020 ცხენის ძალამდე მერყეობს. ყველაზე მძლავრი ვერსიის შემთხვევაში, 6.8-ლიტრიანი V8 ძრავი, მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 1020 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავის მიერ გამომუავებულ ძალას, „პორშეს“ წარმოების 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია გადაამუშავებს. ძრავის ძალა საკმარისია იმისათვის, რომ 950-კილოგრამიანმა ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 2.3 წამში აკრიფოს, 160 კმ/სთ-ს კი 4.9 წამში აღწევს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 386 კმ/სთ-ია.

სრულად აწყობილი „ევოლუშნის“ ფასი 65 995 გირვანქა სტერლინგია. ამასთან, მყდველის სურვილის შემთხვევაში, მას კიტ კომპლექტის შეძენის საშუალებაც ექნება, რომელსაც შემდეგ თავად ააწყობს.

Ultima-Evolution-Coupe-014