სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია ახალ ცხოვრებას იწყებს და პრემიერისთვის უახლეს ავტომობილს ამზადებს, რომელსაც შემკვეთებს სპეციალურ მიღებაზე წელს უჩვენებენ, ოფიცალური პრემიერა კი მომავალ წელს გაიმართება. TVR ახალი ავტომობილის სახლს არ გვიმხელს, თუმცა აცხადებს, რომ მას მხოლოდ 500 ცალს გამოუშვებს, ამათგან 400-ზე მეტი შეკვეთა უკვე მიღებული აქვს.

TVR-2

ამ ეტაპზე, ბრიტანულმა კომპანიამ თავისი ახალი ავტომობილის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ნაწილობრივ კვეთაშია გამოსახული და მასზე სპორტქარის სილუეტი და აგებულება, კერძოდ კი მისი მზიდი სტრუქტურა და წინ განლაგებული ძრავი მოჩანს. სტრუქტურა სახელოვან ინჟინერ გორდონ მარის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგია „აისტრიმის“ მიხედვით არის დაპროექტებული.

შასი კარბონს კომპოზიტისგან დამზადდება, როგორც ამას ფორმულა 1-ის ბოლიდებზე აკეთებენ (მარის ამის დიდი გამოცდილება აქვს). ძრავია ატმოსფერული V8, რომელიც ფ1-ის ძრავების ყოფილი მწარმოებლის, Cosworth-ის მიერ არის შემუშავებული. ძრავის მახასიათებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ახალი ავტომობილი 65 000 სტერლინგის ფარგლებში ეღირება, თუმცა გაცილებით ძვირი იქნება პირველი პარტიის (ეგრეთ წოდებული ლონჩ ედიშნ). შემდგომში TVR თავისი სამოდელო გამის გაფართოებასაც გეგმავს.