ერთ დროს პოპულარული უგზოობის ავტომობილი, სახელად „ბრონკო“, „ფორდმა“ 1996 წელს ქალაქზე ორიენტირებული „ექსპედიშნით“ შეცვალა. თუმცა „ბრონკოს“ კვლავაც ჰყავს თაყვანისმცემლები და არაა გამორიცხული, რომ მათი სურვილის დასაკმაყოფილებლად, ცისფერმა ოვალმა ბრაზილიიდან ამერიკაში „ბრონკოს“ სტილის „ტროლერ T4“ შეიტანოს.

ამ ავტომობილს ამერიკული კომპანია ჯერჯერობით მხოლოდ ბრაზილიაში ჰყიდის. ახლახანს „ფორდმა“ სერიული ავტომობილის ახალი, კონცეპტუალური ვერსია შეიმუავა, რომელსაც მალე სან პაულუს მოტორ შოუზე წარადგენს. ავტომობილი, როგორც „ტროლერს“ შეეფერება, უხეში ფორმებით გამოირჩევა და ორ ფერშია (ყავისფერსა და სპილოს ძვლისფერში) შეღებილი. ეს არის პატარა, თუმცა მაღალი კლირენსის მქონე ავტომობილი, რომელიც გაუვალ გზებზეც კი გაგიყვანთ.

Troller 2

საავტომობილო ანლიტიკოსები თვლიან, რომ ამ ავტომობილის ლა ვეგასის SEMA-ს შოუზე გატანის შემთხვევაში, „ფორდის“ პავილიონს დამთვალიერებელი არ მოაკლდებოდა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ „ტროლერს“ ამერიკის (და არამხოლოდ ამერიკის) ბაზარზე კარგი პერსპექტივა ექნება. ამისათვის საჭირო იქნება მხოლოდ სახელის „ბრონკოთი“ შეცვლა და სტანდარტული ეკიპირების გამრავალფეროვნება. ოღონდ ცისფერ ოვალს ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გეგმები არ აქვს.

Troller 3

კონცეპტუალური „ტროლერ T4“, რომელსაც მწარმოებელი სან პაულუს შოუზე სამაშველო ავტომობილის რანგში წარადგენს, სერიული ვერსიის მსგავსად, დიზელის 3.2-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 197 ცხენის ძალას და 470 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული.