14 წლის შემდეგ, Toyota ბაზარზე დასაბრუნებლად თავის პოპულარულ სპორტქარ Supra-ს ამზადებს. იაპონურმა კომპანიამ ევროპაში უკვე თავის მფლობელობაში დაარეგისტრირა ეს სახელი. ამ ინფორმაციას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის ისლანდიური განყოფილება ადასტურებს. ტოიოტას იგივე პროცედურა უკვე გავლილი აქვს ამერიკაში.

Toyota-Trademarks-Supra-1

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი Supra-ს შემუშავებაში, Toyota-ს პარტნიორობას BMW უწევს, რომელიც ამ ავტომობილის საკუთარ ვერსიას (სავარაუდდ, Z5-ს) გამოუშვებს და მისით პოპულარულ Z4-ს ჩაანაცვლებს. ორი ავტომობილი საერთო პლატფორმაზე აიგება, თუმცა ძრავებით და გარეგნობით ისინი განსხვავებულები იქნებიან.

Toyota-FT-1-Concept-0

BMW-ს კუპე/როდსტერი, გერმანული კომპანიის ახალი სტილის შესაბამისად დამზადდება, Supra კი გარეგნულად კონცეპტუალურ FT-1-ს (ფოტოზე) დაემსგავსება, რომელიც Toyota-მ ორი წლის წინათ შეიმუშავა. ორივე ავტომობილს ავსტრიული Magna Steyr-ი გამოუშვებს თავის გრაცის საწარმოში. წარმოება 2018 წელს უნდა დაიწყოს. წლიურად სულ 60 000 ავტომობილი დამზადდება.

Toyota-Trademarks-Supra-6

Toyota-Trademarks-Supra-2