Toyota მალე ალბათ თავის სამოდელო გამას კიდევ ერთი ახალი ავტომობილით გაზრდის. კომპანიამ ტოკიოს შოუზე კონცეპტუალური TJ Cruiser წარადგინა, რომელსაც ყველა შანსი აქვს იმისა, რომ კონვეიერზე დადგეს. ეს ავტომობილი ქროსოვერის და მინივენის ერთგვარ ნარევს წარმოადგენს და როგორც იაპონურ კომპანიაში თვლიან, ბაზარზე კარგი პერსპექტივა აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, კონცეპტუალური ავტომობილი ახალ გლობალურ არქიტექტურაზეა (TNGA) აგებული, რომელსაც Toyota მალე თავის არაერთი ავტომობილისთვის, მათ შორის, სედანებისთვის, უგზოობის მოდელერისთვის  და ჰეჩბეკებისთვის, გამოიყენებს. ამ პლატფორმაზე ბაზირების გამო, TJ Cruiser-ის წარმოების დაწყება მოკლე დროში იქნება შესაძლებელი.

ტოკიოს შოუზე Toyota-მ თავისი კონცეპტის შესახებ მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა. სახელში აბრევიატურა TJ იშიფრება, როგორც “ტულბოქსი” და “ჯოი”. ანუ ინსტრუმენტების ყუთი და სიხარული. ეს მიანიშნებს, რომ ავტომობილი პრაქტიკულია. კომპანიის ბიზნესის და დაგეგმარების შტოს წარმომადგენელი მაი ტაკეუჩი ამბობს, რომ კონცეპტის დანიშნულება, მხოლოდ დამთვალიერებლების და სპეციალისტთაგან რეაქციის მიღებაა, რომლის შესაბამისადაც, კომპანია გადაწყვეტს, გამოუშვას თუ არა ის ბაზარზე.