საავტომობილო ბაზარი Toyota-ს პოპულარულ სპორტქარ Supra-ს შემცვლელს მოუთმენლად ელის. მაგრამ მოლოდინი დასასრულს უახლოვდება. როგორც ცნობილია, ამ ავტომობილს იაპონური კომპანია BMW-სთან პარტნიორობით ქმნის, რომელიც თავის ვერსიას გამოუშვებს და ახალი ავტომობილით Z4-ს შეცვლის.

New-Toyota-Supra-To-Pair-Electric

ახლახანს გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი ავტომობილები ერთ პლატფორმაზე კი დაეფუძნება, მაგრამ ტოიოტას ვერსია უფრო მოზრდილი იქნება და შესაბამისად, მისთვის პლატფორმას მცირე მოდიფიკაცია ჩაუტარდება. ამგვარად, იაპონური კომპანია შეძლებს, რომ ახალ სუპრას თავის გამაში GT86-ზე მაღლა მიჩინოს ადგილი.

გამოცემა „ავტო ექსპრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ავტომობილი BMW-ს ბენზინის ძრავით აღიჭურვება, რომელიც მამოძრავებელი ძალით უკანა ბორბლებს მოამარაგებს, წინა ბორბლებს კი Toyota-ს ორი ელექტრო ძრავი მოემსახურება. იმავე წყაროს ცნობით, იაპონური კომპანია თავის სპორტქარზე იმავე ჰიბრიდულ ტექნოლოგიას დანერგავს, რომელიც ლე მანის სარბოლო პროტოტიპზე (TS050 Hybrid) გამოსცადა. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ Toyota-ს ავტომობილზე, ელექტრო ძრავები ოთხივე ბორბალს დაუკავშირდება, შიდაწვის ძრავი კი – მხოლოდ უკანებს.

Toyota-FT-1-Concept-12

გარდა ამისა, ჰიბრიდულ სისტემაში გაერთაინდება მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემა, რომელიც მიღებულ ენერგიას, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში შეინახავს. ყველაფერთან ერთად, ახალი „სუპრა“ იქნება „ტოიოტას“ პირველი ავტომობილი, რომელიც სრულიად ახალი, ორქუროანი გადაცემათა კოლოფით აღიჭურვება.

ახალი ავტომობილების პრემიერა მალე, სავარაუდოდ პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება, მათი წარმოება კი მომავალი წლის დასაწყისში აიღებს სტარტს.