სულ ორი წელიღა დარჩა Toyota-ს მიერ ახალი Supra-ს გამოშვებამდე. ბრიტანული გამოცემა “ავტოქარი”, ამ ინფორმაციას თავის ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, იაპონური კომპანია თავისი პოპულარული სპორტქარის ახალ ვერსიას, BMW-სთან ერთად ამზადებს. ბავარიული კომპანია ამავ ავტომობილის საკუთარ ვერსიას სავარაუდოდ, Z5-ს დაარქმევს.

Toyota-Supra-On-Track-For-2018-Rebirth

Toyota-მ პოპულარულ სპორტქარ Supra-ს წარმოება 2002 წელს შეწყვიტა და მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი შემცვლელს წლების განმავლობაში ელოდა, აქამდე ის არ გამოჩენილა. Supra-მდე ბაზარზე 2018 წელს გამოვა, მანამდე კი მის ტყუპისცალს (რაც გარეგნობაზე არ შეეტყობა) BMW გამოუშვებს. იაპონური კომპანიის გამაში, ახალი სპორტქარი GT86-ზ ერთი საფეხურით მაღლა დაიკავებს ადგილს. მისი დიზაინი კი სავარაუდოდ, კონცეპტ FT-1-ის (ფოტოზე) სტილში შესრულდება.

ახალი სუპრა ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება და მას ოთხივე ბორბალი წამყვანი ექნება. მის ჰიბრიდულ დანადგარში, BMW-ს შიდაწვის ძრავი და ორი ელექტრო ძრავი გაერთიანდება. ძალური დანდგარი დაახლოებით იმ პრინციპით იმუშავებს, რომელსაც ტოიოტა თავის ლე მანის სარბოლო პროტოტიპზე იყენებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ BMW-ს სპორტქარის აგრეგატსაც მსგავსი აგებულება ექნება.

Toyota-FT-1-11

ბევრი მსგავსების და საერთო პლატფორმის მიუხედავად, ორი ავტომობილი გარეგნულადაც და გაბარიტებითაც რადიკალურად განსხვავებული უნდა იყოს. ბავარიული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იან რობერტსონი, ვინც გაყიდვებსა და მარკეტინგს კურირებს, ამბობს, რომ პლატფორმა მოდულურია და მასზე ორი განსხვავებული კლასის სპორტული ავტომობილების აგება იქნება შესაძლებელი.

Toyota-FT-1-6

რობერტსონი ასევე ამბობს, რომ ჯერ შერჩეული არაა ორი სპორტქარის წარმოების ადგილი, თუმცა ის კი გადაწყვეტილია, რომ ორივეს ერთი ქარხანა გამოუშვებს. დიდი ალბათობით, ეს იქნება Magna Steyer-ის გრაცის (ავსტრია) ქარხანა.