არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ბაზირებულმა კომპანია K.K Performance-მა კუპე Toyota GT86-ის ბაზაზე ნამდვილი მონსტრი შექმნა. სპორტქარი 5.0-ლიტრიანი V12 ძრავით აღიჭურვა, რომელსაც ოთხი ტურბო კომპრესორი ემსახურება. ავტომობილი ემირატების მომხმარებელთა შოუზე წარადგინეს, რომელიც სატუნინგო სფეროს ეძღვნება.

ინტერნეტ გამოცემა „ენჯაინ სვოპ დეპოს“ ინფორმაციით, Toyota GT86-ზე სტანდარტული 2.0-ლიტრიანი ოპოზიტის ნცვლად, რომელიც Subaru-ს წარმოებისაა, მაღალი კლასის Toyota Century-ს აგრეგატი ჩადგეს, რომლის სტანდარტული ვერსიაც მხოლოდ 280 ცხენის ძალას იძლევა. თუმცა მოდიფიცირების შემდეგ, მისმა სიმძლავრემ 800 ცხენის ძალას მიაღწია.

საინტერესოა, რომ Toyota GT86-ის ბაზაზე შარშან სარბოლო ვერსია, დრიფტის მრბოლ რაიან ტუერკისთვის დაამზადეს. ოღონდ, მაშინ ავტომობილი Ferrari 458 Italia-სგან აღებული 4.5-ლიტრიანი V8 ატმოსფერული ძრავით აღიჭურვა, რომლის სერიული ვერსიის სიმძლავრე 570 ცხენის ძალაა.