როგორც ჩანს, Mercedes-AMG-ის მიერ ექვსბორბლიანი G63 6×6-ს დამზადება გადამდბი აღმოჩნდა – ჯერ ბრიტანულმა ტუნინგ ატელი Kahn Design-მა ექვსბორბლიანი ლენდ როვერ დეფენდერი შექმნა, ახლახანს კი მსგავსი მონსტრის აწყობა უცნობმა ბულგარულმა კომპანიამ სცადა, რომელმაც ბაზისად ტოიოტა ჰაილუქსი გამოიყენა.

Toyota-Hilux-6x6-1

როგორც გამოცემა Motor1-ი იტყობინება, ექვსბორბლიანი ტოიოტა ჰაილუქსი ბულგარულ კომპანია ვრომოსის მიერაა შემუშავებული, რომელიც უგზოობის ავტომობილებზეა სპეციალიზებული. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჰაილუქსს ექვსი ბორბალი მოაბეს. პირველად ამ ავტომობილს ასეთი ოინი ისლანდიურმა კომპანია Arctic Trucks-მა ჩაუტარა.

2015-toyota-hilux-6x6-by-vromos_100536565_l

ვრომოსმა ავტომობილის გადასაკეთებლად შედარებით იოლ ხერხს მიმართა. მისმა ინჟინრებმა დააგრძელეს ავტომობილის მზიდი ჩარჩო. რა თქმა უნდა, უკან დამატებითი დიფერენციალი, საკიდარის ელემენტები და ბორბლები დააყენეს და რა თქმა უნდა, ძარაც დასაგრძელებელი გახდა.

გარდა ამისა, ვრომოსმა დასახმარებლად კიდევ ერთ კომპანიას, ოვერდრაივს უხმო, რომელმაც ჩვეულებრივი, მუშა ჰაილუქსის ინტერიერი მდიდრულად გამოაწყვეს, რისთვისაც ტყავი და ალკანტარა გამოიყენეს.

2015-toyota-hilux-6x6-by-vromos_100536573_l

2015-toyota-hilux-6x6-by-vromos_100536571_l