იაპონურმა კომპანია HKS-მ “ტაიმ ატაკისთვის” შეიმუშავა ახალი ავტომოიბლი, სახელად HKS GTS800. ეს კუპე Toyota GT86-ის ბაზაზეა შექმნილი და ახალი აეროდინამიკური პაკეტის და მთლიანად კარბონისგან დამზადებული ძარის გარდა, ძალიან მძლავრი ძრავითაც გამოირჩევა.

HKS-ის ინჟინრებმა სტანდარტული ძრავის მუშა მოცულობა 2.5 ლიტრამდე გაზარდეს. გარდა ამისა, ის ეგრედ წოდებული მშრალი კარტერით და მექანიკური კომპრესორით აღჭურვეს. ყველაფერთან ერთად, აგრეგატი წინიდან ბაზაში შემოიტანეს. HKS-ი აგრეგატის ზუსტ სიმძლავრეს ვერ ასახელებს, თუმცა ვარაუდობს, რომ ის 800 ცხენის ძალამდე იქნება.

HKS GTS800-ს ზრბა აეროდნმიკური ელემენტები გამოარჩევს. მათგან პირველ რიგში ყურადღებას წინა სპლიტერი, გაგანერებული საბორბლე თაღები, უზარმაზარი უკანა დიფუზორი და ასევე დიდი ზომის უკანა ანტი ფრთა იქცევს. ეს ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ მოსახვევებში ავტომობილის გზასთან ჩაჭიდება გაიზარდოს, სწორზე კი შემხვედრი ჰაერის ნაკადისადმი წინაღობა მინიმალური იყოს.

გარდა ამისა, სარბოლო ავტომობილი ახალი საკიდარითაც აღიჭურვა. გამოსაბოლქვი მილი გვერდში, მგზავრის კარშია გამოსული, ინტერიერში ერთადერთი, Bride-ს წარმოების სარბოლო სავარძელი განლაგდა. მაჩვენებლების დაფა ციფრულია, საჭის რგოლი Nardi-ს წარმოების. ავტომობილი Advan GT-ს 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც Yokohama-ს წარმოების 295/35 ზომის საბურავებითაა შემოსილი.

HKS GTS800 შემუშავებულია იმისათვის, რომ იაპონურ ორკილომეტრიან ტრეკ ცუკუბას წრის რეკორდი დაამყაროს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მათი ახალი მხეცი წრეს დაახლოებით 50 წამში გაივლის. ცნობისათვის, ამჟამად ცუკუბას წრის რეკორდი (დროზე რბოლების ფორმატში) 51.127 წამია. აბსოლუტური რეკორდი (44.008 წამი) კი იქ ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს, კამუი კობაიაშის სუპერ ფორმულას კლასის სარბოლო ავტომობილით, 2015 წელს დაუმყარებია.