Ferrari კატეგორიულ უარს ამბობს უგზოობის მოდელების წარმოებაზე და ლაპარაკი საერთოდ არ აქვს პიკაპებზე – ამ ტიპის ავტომობილები, თუნდაც უზარმაზარი მოგების მოტანა შეეძლოს, მის იმიჯს არ შეეფერება. ის ერთადერთ კომპანიად რჩება, რომელიც უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე უარს ამბობს.

და რა რჩებათ ამ კომპანიის იმ მოყვარულებს, რომლებსაც ყალყზე შემდგარი კვიცის ემბლემით, პიკაპის შეძენა სურთ? ერთ-ერთმა ასეთმა ენთუზიასტმა, Toyota-ს 1980-იანების პიკაპი ისე გადააკეთა, რომ მასში Ferrari-ს ლეგენდარული მოდელის, Testarossa-ს სტილს ამოიცნობთ.

ამ პიკაპს მარანელოელთა ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ავტომობილთან, სტილის მხრივ, ბევრი არაფერი ამსგავსებს. სამაგიეროდ, მის უკანა ნაწილში მოთავსდა წარწერა Testarossa. უკან ბორბლების თაღების დაბოლოებაც „ტესტაროზას“ სტილშია შესრულებული. გვერდზე ფსევდო ჰაერის ამღებიც დაახლოებით მისივე სტილისაა. ოღონდ, ჰორიზონტალური ზოლები აკლია. იგივე შეიძლება ვთქვათ წინა ბამპერის ქვეშ მოთავსებულ გაბარიტულ ფარებსა და მათ შორის მოთავსებულ ლოგოზე. და რა თქმა უნდა, ალუმინის ხუთწკირიანი ბორბლებიც „ფერარის“ სტილშია.

ავტომობილი წითელ ფერშია გამოწყობილი – ესეც მარანელოელთა სტილშია. მაგრამ ძრავის განლაგება და თვითონ ძრავი, დონორი ავტომიბილისაა. ძარა შუშის ბოჭკოვანი კომპოზიტისგან არის დამზადებული.