ტოიოს ზამთრის საბურავების ტექნოლოგია

ზამთრის საბურავები გამოიყენება არა მხოლოდ თოვლზე და ყინულზე სასიარულოდ, არამედ ნებისმიერ ცივ ამინდში. ზამთრის საბურავები Toyo OBSERVE შექმნილია უმკაცრესი ზამთრის პირობებისთვის და უზრუნველყოფს საბურავების მაქსიმალურ მოჭიდებას გაყინულ, თოვლიან, სველ თუ მშრალ, მაგრამ ცივ გზაზე. როგორც წესი, საბურავების  მწარმოებლები ქმნიან ზამთრის საბურავებს უპირატესობით ერთი რომელიმე მიმართულებით, ხოლო კომპანია ტოიომ დაამზადა უნიკალური საბურავი, რომელიც უნაკლოდ ფუნქციონირებს ნებისმიერი სახის ცივ პირობებში და ნებისმიერი ტიპის გზაზე. როგორ მიაღწია „ტოიომ“ ამას? მარტივად რომ ვთქვათ, „ტოიომ“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საბურავების მოჭიდების ხარისხი უმაღლესი იაპონური ტექნოლოგიების საშუალებით.

MICROBIT (მიკრონაწილაკების) ტექნოლოგია

ბერძნული შავი კაკლის (ქართულისგან გარკვეულწილად განსხვავებულია) ნაჭუჭი ერთ-ერთ უმყარეს და მტკიცე მასალად ითვლება მთელს მსოფლიოში. სწორედ ამ მოსაზრებით, კომპანია ტოიომ შეიმუშავა MICROBIT ტექნოლოგია, რომლის საშულებითაც, TOYO Observe სერიის ზამთრის საბურავების შემადგენლობას ერევა ათასობით ძალიან პატარა, მიკროსკოპულად წვრილად დამტვრეული კაკლის ნაჭუჭი.

კაკლის დამტვრეული ნაჭუჭი წვეტურების (ე. წ. „შიპების“) მსგავსად, ერჭობა ყინულში და დატკეპნილ თოვლში, რითიც უზრუნველყოფს დამატებით მოჭიდებას და იცავს ავტომობილს მოცურებისგან. ეს უმთავრესი თვისებაა კარგი ზამთრის საბურავებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაცრი ზამთრის და მოყინული გზების პირობებში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კაკლის ნაჭუჭი ბუნებრივი, ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა ნივთიერებაა და ცვეთის შედეგად არ აბინძურებს გარემოს.

ნახშირბადის ფხვნილი

TOYO OBSERVE სერიის საბურავები შეიცავს ბამბუკის ნახშირისგან დამზადებულ ახალ ადსორბციულ ნახშირბადის ფხვნილს. ნახშირბადის ფხვნილი, როგორც საბურავის შემადგენლობის (კომპაუნდის) კომპონენტი, აქრობს წყლის თხელ ფენას ყინულიდან და დატკეპნილი თოვლის ზედაპირსა და საბურავის რეზინის ზედაპირს შორის. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს წყლის თხელი ფენა იწვევს საბურავსა და გზის ზედაპირს შორის ხახუნის ძალის მკვეთრ შემცირებას და ავტომობილის მოცურებას. აღნიშნული ეფექტი (წყლის გაქრობა-განდევნა) მიიღწევა იმის ხარჯზე, რომ ნახშირბადის ფხვნილი მოქმედებს ღრუბლის მსგავსად, რომელიც ისრუტავს გზის ზედაპირზე არსებულ წყალს და ფანტავს მას საბურავის მოძრაობასთან ერთად. წყლის მოცილების ხარჯზე ნახშირბადის ფხვნილი უზრუნველყოფს საბურავის ცვეთის ზედაპირის (რომელიც უშუალოდ გზას ეხება) გზის ზედაპირთან მჭიდრო კონტაქტს და ამიტომ TOYO OBSERVE სერიის საბურავები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სხვა საბურავები.

მოწინავე “SPIDER SIPE” (საცეცის, ბრჭყალის) ტექნოლოგია

კომპანია „ტოიო“ იყენებს მოწინავე ნაჭდევების სისტემას ზამთრის საბურავების წარმოებისას. ასეთი ნაჭდევები განსაკუთრებულია, რადგან ისინი უზრუნველყოფს უკეთეს მოდება-მოჭიდებას არა მხოლოდ დაძვრისა და გაჩერებისას, არამედ მოხვევის დროსაც.

მაგალითად, საბურავში TOYO OBSERVE გამოყენებულია ნაჭდევის დიზაინის მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია „სპაიდერ საიპ ტექნოლოგიის“ (ანუ „საცეცების“, „ბრჭყალების„  ტექნოლოგიის) სახელით. ეს ბრჭყალების ფორმის  ნაჭდევები 360-გრადუსიანი რადიუსით უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოდება-მოჭიდებას მოხვევისას, აჩქარებისას და დამუხრუჭებისას. ასეთი გაუმჯობესებული მოჭიდება უმნიშვნელოვანესია მოყინულ, თოვლიან, და ასევე, ცივ, სველ გზაზე.

საბურავის რეზინის განსაკუთრებული შემადგენლობა

ზამთრის პირობებში ავტომობილის მართვისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ პროტექტორის, მუხლუხის რეზინის ბუნიკები ინარჩუნებდეს მოქნილობას და არ იყოს ხისტი და უხეში. ხისტი რეზინი კარგავს მოჭიდების უნარს. ტოიოს საბურავები დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიებით ისეთი ტიპის ბუნებრივი კაუჩუკის(რეზინის), სილიკას და სხვა მაღალტექოლოგიური მინარევებით, რომლებიც საბურავის რეზინს განსაკუთრებულ სირბილეს და ელასტიურობას უნარჩუნებენ ყველაზე დიდი ყინვების დროსაც კი, უმკაცრეს ზამთარშიც. ამავე დროს შენარჩუნებულია საბურავის მაღალი ცვეთამედეგობაც და იგი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, მაღალი სამუშაო რესურსის მქონე საბურავებია მსოფლიოში. რა თქმა უნდა რეკომენდირებული არ არის ზამთრის საბურავების ზაფხულში, დიდი სიცხეების დროს გამოყენება.

მუხლუხების თანამედროვე დიზაინი

კომპანია მუხლუხების დიზაინს ხვეწს არა მხოლოდ ვიზუალური მოსაზრებიდან გამომდინარე, არამედ პირველ რიგში მისი მოჭიდების მაჩვენებლების და საბურავების უსაფრთხოების ხარისხის გაზრდისათვის. შესანიშნავი, მოწინავე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით დამუშავებული ტოიოს მუხლუხების სხვადასხვა დიზაინი უზრუნველყოფს გზის ზედაპირიდან წყლის ფენის მაქსიმალურ მოშორებას და თოვლისა და ყინულის ზედაპირთან მჭიდროდ ჩაჭიდებას. პროტექტორის თვითოეული კვადრატული მილიმეტრი მაქსიმალურად არის გამოყენებული ნებისმიერ მომენტში, იქნება ეს დამუხრუჭება, მოხვევა თუ სხვა მანევრი, ყველა მიმართულებით მოჭიდებისა და უსაფრთხოების ხარისხის გასაზრდელად და ეს საბურავს ერთი შეხედვითაც ცხადად ეტყობა.

ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გამო Toyo Observe ზამთრის საბურავები მართლაც განსაკუთრებული და უნიკალურია. კომპანია „Toyo Tires“ ქმნის და ტესტავს მათ იაპონიის უკიდურეს ჩრდილოეთით, სარომას საცდელ პოლიგონზე. სწორედ ამის გამო, Toyo Observe სერიის ზამთრის საბურავები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბურავებია კანადასა და ჩრდილოეთის სხვა ცივ ქვეყნებში, სპეციალურად კანადური, ძალიან ცივი ზამთრის პირობებში სამუშაოდ.  რა თქმა უნდა, ის შესანიშნავად ფუნქციონირებს საქართველოს ზამთრის პირობებშიც და სრულიად ამართლებს თავის სლოგანს  – „ბრწყინვალე მოჭიდება!“