Toshiba-მ გამოაცხადა, რომ შეიმუშავა ლითიუმ-იონური ელემენტის ახალი ტიპი, რომლის საექსპლუატაციო მახასიათებლები, არსებულ ელემენტებზე გაცილებით უკეთესია. კონკრეტულად კი, ამ ელემენტებისგან შემდგარი ბლოკი, რომელიც ელექტრომობილს 320 კილომეტრს გაატარებს, სულ 6 წუთში დაიმუხტება.

ახალი ტექნოლოგოა, ელემენტებში ტიტან ნიუბიუმის ოქსიდის გამოყენებას ითვალისწინებს. მისი მეშვეობით, ელემენტის ანოდის გამტარობა ორმაგდება. სწორედ ეს განაპირობებს ახალი ელემენტის დამუხტვის სისწრაფეს. ამ ელემენტების ფართოდ დანერგვის შემთხვევაში, ელექტრომობილების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი – დამუხტვის ხანგრძლივობა გამოსწორდება.

Toshiba აცხადებს, რომ ახალი ტიპის ელემენტების მასობრივი წარმოების დაწყებას, ამ ათწლეულის ბოლომდე აპირებს. კომპანიის კვლევისა და განვითარების შტოს შეფი, დოქტორი ოსამუ ჰორი ამბობს, რომ ახალი ელემენტები ელექტრომობილების პოპულარობის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.