პოპულარული საავტომობილო გადაცემა Top Gear-ი მალე ეთერს ახალი წამყვანებით და შეცვლილი ფორმატით დაუბრუნდება. ტელეგრაფის ინფორმაციით, გადაცემის მასპინძელ კრის ევანსს, რომელიც გადაცემის ახალ ფორმატზე უკვე მუშაობს, ასევე ცნობილი საავტომობილო წამყვანი – კრის ჰარისი და გერმანელი ქალი მრბოლი საბინე შმიტცი შეუერთდებიან.

Top Gear-Chris Evans, with The Stig

49 წლის ევანსს ნათქვამი აქვს, რომ აღარ აპირებს გადაცემის ძველი სახის შენარჩუნებას სამი წამყვანით. თუმცა ისიც დასძინა, რომ პერიოდულად თანაწამყვანები ეყოლება. რამდენი, არ დაუზუსტებია. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა ცვლილებებს გეგმავს გადაცემის სტრუქტურაში. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემაში ასევე იგეგმება ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, დევიდ კულტჰარდის მიწვევა, ოღონდ მისი როლი არ ზუსტდება.

Top Gear-Chris Harris has fronted his own YouTube channel on cars

კრის ჰარისი ცნობილი საავტომობილო წამყანია. მან სახელი გაითქვა ბრიტანულ გამოცემებში – „ავტოქარსა“ და „ევოში“ მუშაობისას. გარდა ამისა, Youtube-ზე საკუთარი მიმოხილვები მიჰყავს რუბრუკით „დრაივ“. ამჟამად ასევე მიჰყავს საკუთარი ვიდეობლოგი „კრის ჰარის ონ ქარზ“, რომელსაც 320 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ჰარისი 40 წლისაა და შარშან სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნ სტატია სათაურით: „ლამბორგინი არის საუკეთესო ავტომობილი მათთვის, ვისაც მართვა არ ეხერხება“. ამ სათაურის გამო, იტალიურმა კომპანიამ მას საკუთარი ავტომობილების მიმოხილვა აუკრძალა.

Top Gear-Sabine Schmitz has raced for BMW and Porsche

46 წლის საბინე შმიტცს ხშირად „ნურბურგრინგის დედოფალს“ უწოდებენ. ის თავისი BMW M5-ით გერმანულ ტრეკზე საჩვენებელ გამოსვლებს აწყობს ხოლმე, რომლებიც „რინგ ტაქსის“ სახელითაა ცნობილი. ნურბურგრინგზე ის 24-საათიან რბოლებში ასპარეზობს. ერთხელ „ტოპ გიარშიც“ მიუღია მონაწილეობა. მაშინ მან ნურბურგრინგზე ერთი წრე „ფორდ ტრანზიტით“ 10 წუთსა და 08 წამში გაიარა.

Top Gear-David Coulthard will join team

კულტჰარდი ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და BBC-ის ფ1-ის რეპორტაჟების თანაწამყვანია. გარდა ამისა, ხშირად მონაწილეობს რედ ბულის სარეკლამო აქტივობებში. გამოცემა „სანმა“ ბრიტანელი მრბოლი რატომღაც არაქარიზმატულ წამყვანად მოიხსენია. თუმცა ფაქტია, რომ 44 წლის კულტაჰრდი, ვის ანგარიშზეც ფ1-ში 13 გამარჯვება, 12 პოული და 62 კვარცხლბეკია და ვინც ერთხელ ფ1-ის ვიცე ჩემპიონი გახდა, განახლებული გადაცემისადმი დიდ ყურადღებას მიიქცევს.

ახალი „ტოპ გიარის“ პირველი ეპიზოდი ეთერში 8 მაისს გავა.

Top-gear_3533902b