23 აპრილს, 14:00 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გიორგი თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ჩემპიონატი Tevzi Cup გაიმართება. ამავდროულად იქნება საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის გახსნა. ღონისძიების ორგანიზატორია NeedForDrive და SmartBox. Tevzi Cup 2017-ის წლევანდელ შეჯიბრშიც ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროფესიონალები, ისე მოყვარულებიც. სასტარტო ფასი მოყვარულთათვის 50 ლარია, რომელიც მთლიანად საპრიზო ფონდზე გადანაწილდება.

ტრასის მონახაზი [PRO]

ტრასის მონახაზი [Amateur]

Tevzi Cup 2017-ის წლევანდელი შეჯიბრის ფორმატი განსხვავებული იქნება, ჩემპიონატს 14:00 საათზე პროფესიონალთა რბოლა გახსნის ხოლო 18:00 საათზე მოყვარულთა რბოლაა დაგეგმილი. მთელი დღის განმავლობაში გულშემატკივართა განწყობაზე იზრუნებს მოწვეული DJ, ასევე ადგილზე გაიმართება სპორტული ავტომობილების გამოფენა. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა!

დეტალური ინფორმაცია ღონისძების შესახებ იხილეთ: www.Drifter.ge;