Tesla-ს შეფმა ილონ მასკმა ტვიტერით გვამცნო, რომ სექტემბერში მისი კომპანია ელექტრულ ნახევარ-მისაბმელიან გამწევ ავტომობილს წარმოგვიდგენს. ის ჯერ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა გვპირდება, რომ ნახევარ-მისაბმელიანი სატვირთო „სერიოზული შემდეგი დონეა“ და რომ ინჟინერთა გუნდმა, რომელმაც ის შექმნა, „შესანოშნავად იმუშავა“.

მასკს ადრე ნათქვამი აქვს, რომ ელექტრული ნახევარ-მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილი, სატვირთო ტრანსპორტის საექსპლუატაციო ხარჯებს მკვეთრად შეამცირებს. იმავდროულად, გაიზრდება უსაფრთხოება, ასეთი ავტომობილების მართვა კი ნაკლებად დამღლელი და სასიამოვნო იქნება.

Tesla არ არის პირველი კომპანია, რომელიც სატვირთო ელექტრომობილს გამოუშვებს. მაგალითად, BMW ჰოლანდიურ კომპანია Terberg-ის წარმოებულ სატვირთო ელექტრომობილებს, თავის მიუნხენის ქარხანაში, მაკომპლექტებელი ნაწილების ტრანსპორტირებისთვის იყენებს. გარდა ამისა, ამერიკული კომპანია Nikola Motor-ი მუშაობს სატვირთო ელექტრომობილზე, რომლის სვლის სიშორის გასაზრდელადაც, წყალბადის ფიჭური ელემენტების გამოყენებას გეგმავს.

რაც შეეხება „ტესლას“, მასკი ამბობს, რომ მისი კომპანია ასევე მუშაობს ელექტრულ პიკაპზე, რომელსაც წარმოებისთვის დაახლოებით ორ წელიწადში მოამზადებს. გარდა ამისა, გეგმაშია ახალი Roadster-ის გამოშვება. ოღონდ, როდს გამოვა ის ბაზარზე, ეს ჯერ უცნობია.