Tesla-მ თავისი პირველი მოდლის, სპორტულ ელექტრომობილ Roadster-ის მეორე თაობის ავტომობილი შეიმუშავა, რომელიც დახვეწილი დიზაინით, სრულიად ახალი არქიტექტურით და ისეთი აჩქარებით გამოირჩევა, როგორიც მხოლოდ ფორმულა 1-ის სარბოლო ავტომობილებს აქვს.

ახალ Roadster-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 1.9 წამში შეუძლია, 160 კმ/ათ-ს კი 4.2 წამში აღწევს. მეოთხედ მილს (402 მეტრი) ადგილიდან სტარტით 8.9 წამში გადის. დაბოლოს, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ს აღწევს! ეს იმ დროს, როცა Roadster-ი ელემენტების ერთობ დიდი (და მძიმე) ბლოკით არის აღჭურვილი, რომლის ტევადობაც 200 კილოვატსაათია.

როგორც ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი ილონ მასკი ამბობს, Tesla Roadster-ს ერთი სრული დამუხტვით, 620 მილის (დაახლოებით 993 კილომეტრი) გავლა შეუძლია. ოღონდ, მას არ დაუზუსტებია, ელემენტების სრულად დასამუხტად რა დროა საჭირო.

ახალი Roadster-ი აეროდნმიკურადაც დახვეწილია. ამას უზრუნველყოფს გარსშემოდენილი ფორმა, წინა სპლიტერი, დიდი უკანა დიფუზორი, მშვილდს ფორმის სახურავი, ძლიერ დახრილი საქარე შუშა და სხვა. ავტომობილს აქვს წინა LED-ფარები, რომლებიც წვრილ ზოლშია მოთავსებული.

ახალი Tesla Roadster-ის მიწოდება 2020 წელს დაიწყება. საბაზო ფასი 200 000 დოლარია. მყიდველს დასაჯავშნი დეპოზიტის სახით, 50 000 დოლარის გადახდა მოუწევს. ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან, პირველი 1 000 ავტომობილი იქნება სერიიდან Roadster Founders Series. ამ სერიის ყოველი ავტომობილის საბაზო ფასი 250 000 დოლარია.