ეს დროც დადგა: იმ დროს, როდესაც ბევრი ჯერ კიდევ ცდილობს, თავისი ავტომობილი Hellcat-ის და Chevy-ს მძლავრი ძრავებით აღჭურვოს და ამით მოიწონოს თავი, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც სატრეკო ავტომობილს შიდაწვის ძრავს Tesla-ს ელექტრული აგრეგატით უცვლის და სულაც არ დარდობს იმაზე, რომ ასეთი ავტომობილით, არემარეს არ დააყრუებს.

ასეთია პატარა ფირმა Eddy Motorworks, რომელმაც სატრეკო Exocet-ის შასიზე, Mazda Miata-ს ძრავის და ტრანსმისიის, Tesla Model S-ის ელექტრული ძალური დანადგარი დააყენა. ავტომობილი 900 კილოგრამზე მსუბუქი გამოვიდა და ელექტრულ “საკვებზე” გადასვლის მიუხედავად, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა მაინც 3 წამზე ნაკლებში შეუძლია. ამასთან, მისი სრულად ელექტრული სვლის სიშორე 400 კილომეტრს აღწევს!

Eddy Motorworks-მა თავის სატრეკო ელექტრომობილს Electrocet-ი უწოდა და მას პირველად ლას ვეგასის პოპულარულ SEMA-ს შოუზე წარადგენს. იქ ის მონაწილეიობას მიიღებს კონკურს SEMA LaunchPad-ის ნახევარფინალში, სადაც სულ 15 პროექტი მონაწილეობს. კონკურსი იმითაა საინტერესო, რომ მასზე ახალი საქმის მაძიებელი ბიზნესმენები, მათთვის საინტერესო იდეებს და პროექტებს არჩევენ.