კომპანია „ტერაფუჯა“, რომელიც მფრინავი ავტომობილის (TF-X) პროექტითაა ცნობილი, მისი დიზაინის დახვეწას გეგმავს, რის შემდეგაც, ის უფრო მეტად დაემსგავსება ავტომობილს, ვიდრე თვითმფრინავს. ამ დასაკეცფრთიანი ავტომობილის ბაზარზე გამოსვლამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელია, თუმცა მის შესახებ ნებისმიერი ინფომაცია ინტერესს იწვევს.

„ტერაფუჯამ“ ახლახანს თავისი მფრინავი ავტომობილის სამგანზომილებიანი ანიმაციური მოდელი შეიმუშავა, რომელიც ამ მანქანის მუშაობის თავისებურებებზე მოგვითხრობს. ეს არის ოთხბორბლიანი საგზაო ავტომობილი, რომელსაც აფრენაში, ცვალებადი დახრის კუთხის მქონე ორი რეაქტიული ძრავი ეხმარება. ამ მხრივ, ის სამხედრო თვითმფრინავ „V-22 ოსპრის“ ჰგავს. გრძივ ფრენას კი მანქანის კუდში განლაგებული ხრახნული ძრავი უზრუნველყოფს.

terrafugia_tf-x_rendering_35logo

როგორც „ტერაფუჯა“ ირწმუნება, TF-X-ით ოთხი ადამიანი შეძლებს მგზავრობას. მისი ძალური დანადგარი ჰიბრიდული იქნება, რომელშიც შიდაწვის ძრავი ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს, ელექტრულები კი მოძრაობას/ფრენას უზრუნველყოფს. მხოლოდ ფრენს მოემსახურება რეაქტიული ძრავები, რომლებიც ფრთების ბოლოებში დამაგრდება. TF-X-ის ძირითადი ფუნქცია გზებზე მოძრაობა უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში კი აფრენასაც შეძლებს. ფრენის სიშორე 800 კილომეტრს მიაღწევს.

„ტერაფუჯას“ მფრინავი ავტომობილი, ფრენას ავტონომიურ რეჟიმში შეძლებს. აფრენის შემდეგ საკმარისია, სანავიგაციო სისტემაში დანიშნულების ადგილის მითითება. მომავალში TF-X დაშვებასაც ავტონომიურად განახორციელებს. თუმცა, საჭროების შემთხვევაში, მისი მართვა მექანიკური სისტემითაც შესაძლებელი იქნება.

terrafugia_00