Gurkha ჰქვია კანადურ კომპანია Terradyne-ის მიერ წარმოებულ სამხედრო-პოლიციური ყველგანმავალ ჯავშნიან მანქანას, რომელიც Ford-ის პოპულარულ პიკაპ F-550-ის ბაზაზე არის დამზადებული. თუმცა არსებობს მისი ეგრეთ წოდებული სამოქალაქო ვერსია, რომელსაც ასეც ჰქვია – Civilian Edition.

სამხედრო Gurkha-ს შვიდ ჯარისკაცის ან პოლიციელის გადაყვანა შეუძლია. სამოქალაქო ვერსიის სალონში კი მხოლოდ ხუთი ადამიანისთვის არის ადგილი. მას 6.7-ლიტრიანი V8 ტურბოდიზელი ემსახურება, რომელიც 300 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ეს საკმარისია იმისათვის, რომ 6-ტონიანმა ავტომობილმა მაქსიმუმ 110 კმ/სთ სიჩქარე აკრიფოს. ასეთი გიგანტი უამრავ საწვავს მოიხმარს, რის გამოც, ის 150-ლიტრიანი ავზით არის აღჭურვილი.

მართალია, სამოქალაქო ჰქვია, მაგრამ Civilian Edition-ს ჯავშანი შენარჩუნებული აქვს. მის კაბინას 7.62 მმ ავტომატის ტყვიების შეკავება შეუძლია. მისი ჯავშანი ორკედლიანია და მაღალი სიმტკიცის ფოლადით არის დამზადებული. ტყვიაგაუმტარია ავტომობილის შუშებიც. გარდა ამისა, ავტომობილი სრულადაა ეკიპირებული და მთელს მსოფლიოში, განვითარებული არმიების მქონე ქვეყნების მოთხოვნებს შეესაბამება. და ასეთი ავტომობილი, ოღონდ მისი სამოქალაქო ვერსია, სულ რაღაც, 278 000 დოლარი ღირს.