Techrules Ren – ასე ჰქვია ჩინურ სუპერ ავტომობილს, რომელიც დიზელ-ელექტრული ტურბინთ არის აღჭურვილი და 1 287 ცხენის ძალას ავიტარებს. ეს არის სერიული ავტომობილი, რომლის პრემიერაც ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა.

ჩინური კომპანია Techrules-ი თავის პირველ ავტომობილს ელექტრო ძრავების სამი განხვავებული კომბინაციით შესთავაზებს. ისინი ორი, ოთხი და ექვსი ელექტრო ძრავით აღიჭურვება, რომლებისთვისაც ელექტრო ენერგიას, დიზელზე მომუშავე ტურბინა გამოიმუშავებს.

ყველაზე მძლავრი ვერსია ექვსძრავიანია. მათი ჯამური სიმძლავრე 1305 ცხენის შძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 2 340 ნიუტონმეტრს(!) აღწევს. ექვსიდან ორი ძრავი წინა ბორბლებს ემსახურება, ოთხი კი – უკანებს. ამ კონფიგურაციით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 2.5 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 320 კილომეტრია.

ვისაც ასეთი მახასიათებლები აშინებს, მათთვის ოთხძრავიანი ვერსიაა განკუთვნილი. მათი ჯამური სიმძლავრე 870 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი – 1 560 ნიუტონმეტრი. ყველაზე სუსტი ვერსია ორძრავიანია. ამ შემთხვევაში, სიმძლავრე 435 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი – „მხოლოდ“ 780 ნიუტონმეტრი.

ავტომობილის ელექტრო ენერგიით მომარაგებას ელემენტების სამი ბლოკი უზრუნველყოფს. მათი ტევადობა 14, 25 და 32 კილოვატსაათია. სწრაფად დასამუხტი მოწყობილობა, მათ 15 წუთში 80 პროცენტით მუხტავს. ელემენტები დამუხტვა-განმუხტვის 100 000 ციკლს უძლებენ. მოძრაობის დროს, ელემენტებს დიზელ-გენერატორი მუხტავს. 80 ლიტრი საწვავით, ავტომობილს მაქსიმუმ 2 000 კილომეტრის გავლა შეუძლია. საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 7.5 ლიტრს აღწევს.

თავისი აგრეგატების გარდა, Techrules Ren-ი სხვა რამითაც გამოირჩევა – მისი დიზაინი ფაბრიციო და ჯორჯეტო ჯუჯარომ შეიმუშავეს. ავტომობილის კოკპიტი სამ ადგილიანია. ამასთან, პილოტის სამუშაო ადგილი ცენტრში განლაგდა, დანარჩენი ორი კი – მის გვერდებზე. სალონი გამჭვირვალე სახურავით არის სახურული, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავის სანთლის სტილშია შესრულებული. ამასთან, სამივე სავარძელს „თავისი“ ხუფი ფარავს, რომლებიც ერთ ბლოკშია მოქცეულია.

ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ სტრუქტურაზეა აგებული. მისი ყოველი ბორბალი, შასის ორმაგი ჩანგლისებრი ბერკეტით და მიმწოლი ბერკეტით უკავშირდება. მუხრუჭები კარბონ-კერამიკულია. წინა დისკოები 380-მილიმეტრიანია, უკანები კი – 355-მილიმეტრიანი. ავტომობილის ძარა და შასი იტალიურმა კომპანია L.M. Gianetti-მ დაამზადა.

Techrules-ი თავისი პირველი სუპერ ავტომობილის წარმოებას მომავალ წელს დაიწყებს. ჩინური კომპანია მხოლოდ 96 ეგზემპლარის გამოშვებას აპირებს. ყველა იტალიაში, ხელით დამზადდება. წლიურად მხოლოდ 10 ცალს გამოუშვებენ. ფასი ჯერ უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, ის 7-ნიშნა რიცხვი იქნება.