საკმაოდ გასაკვირია ცხენის ძალების ის რიცხვი რომელსაც Porsche ახერხებს და იღებს 911-ებიდან. მაგალითად: ახალი 911 ტურბოს 3.8 ლიტრიან 6 ცილინდრიან ძრავს მათ შთამბეჭდავი 540 ცხენის ძალა მიაღებინეს (580 კი სპორტულ “Turbo S” მოდელს) და თან ეს ყველაფერი ჩაატიეს კორპუსში, რომელიც სულ ცოტათი უფრო დიდია ვიდრე Golf-ი.

რთული წარმოსადგენია, რომ 911 Turbo ვინმესთვის საკმარისი არ იქნება, მაგრამ ათასში  ერთხელ ეგეთებიც გამოიძებნებიან და მათ შეუძლიათ მიმართონ TechArt-ს.

Porsche-ს Tuner-მა სულ ახლახანს გამოუშვა მისი ახალი ქმნილება 911 Turbo Cabrio-ს სახით. ახალ GTstreet R კაბრიოლეტს 720 ცხენის ძალა აქვს – თითქმის იმდენივე რაც Ferrari F12 Berlinetta-ს მაგრამ ნახევარი ცილინდრების რაოდენობით, ნახევარზე ოდნავ მეტი ლიტრაჟით და ეს ყველაფერი ბევრად უფრო პატარა კორპუსში.

ამიტომაც ამბობს TechArt-ი რომ იგი 0-100 კმ/სთ-ს ის 2.7 წამში განავითარებს (2.9-ის ნაცვლად) 0-200 კმ/სთ 8.5 წამში (9.9-ის ნაცვლად) და მაქსიმალური სიჩქარე კი 339 კმ/სთ ექნება (329-ის ნაცვლად).  შთამბეჭდავია, მაგრამ ყველაფერი სწორ ხაზზე სიარულით არ მთავრდება.


TechArt-მა GTstreet R Cab-ს active aero kit-იც მოარგო და ასევე უზარმაზარი უკანა სპოილერი დაუმაგრა. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მეტ დამწოლ ძალას და გაუმჯობესებულ წყლის და ზეთის გაგრილებას. მას წინა მხარესაც შეეცვალა რამდენიმე ნაწილი და დაუყენდა კარბონის დეტალები ასევე დაუმაგრდა 20 ინჩიანი გამოწრთობილი ალუმინის დისკები ახალ დაკიდების სისტემას (რომელსაც ასევე წინა ნაწილის აწევის ფუნქცია აქვს), გაუმჯობესდა გამონაბოლქვის სისტემა და სალონი შეიკერა ახლიდან, ტყავსა და ალკანტარაში.

ეს ყველაფერი 30 წლიანი Porsche-ს Tuning-ის გამოცდილების შედეგია და ამ ყველაფერმა გამოიღო ის, რომ მას შეუძლია დაამარცხოს თითქმის ყველაფერი რაც კი ქუჩაში შეიძლება შეხვდეს.