კვირას თბილისის ცენტრში,  ვაკე–საბურთალოს გზაზე ისტორიული საავტომობილო შეჯიბრი გაიმართა, რომელიც სტარტს ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში (1966 წელი) იღებს და წელს მას 50 წელი შეუსრულდა.

TB GPP

50 წლის შემდეგ, ამ ადგილას ისევ ახმაურდა სპორტული ავტომობილების ძრავები. გამარჯვებისთვის  ორმოცამდე ავტომობილი იბრძოდა. (BMW compact, Honda Civic)  საკვალიფიკაციო რბოლების შემდეგ, დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში გამარჯვება ვასილ ჭონიშვილმა (1 ადგილი), გიგა ბიძინაშვილმა (2 ადგილი) და ირაკლი კუხიანიძემ (3 ადგილი) მოიპოვეს. გამარჯვებულებს გენერალური სპონსორისგან, „თეგეტა მოტორსისგან“ ფულადი პრიზი გადაეცათ საჩუქრად, ხოლო ოქროს სპონსორისგან, „ვისოლის პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ – საწვავი.

შეჯიბრი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილეები – ირაკლი ლექვინაძე და გიორგი ლილუაშვილი დაესწრნენ.

TB-GP1

მევლუდ მელაძე, შეჯიბრის ორგანიზატორი: „მიხარია, რომ ჩვენ ამ თითქოს შეუსრულებელ იდეას, თბილისის მერიაში მხარდამჭერები გამოუჩნდა და რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად შევძელით, რომ ისტორიული რბოლა თბილისის ცენტრში აღგვედგინა. დიდი მადლობა საპატრულო პოლიციას, რომელიც დაგვეხმარა გზის გადაკეტვაში. მადლობა გვერდში დგომისთვის მეგობარ კომპანიებს, რომლებმაც რეალური გახადეს ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება“.