გაბრაზებულმა ქართველმა ქვეითმა მძღოლებს ანიმაციური ვიდეორგოლი მიუძღვნა. ვიდეომ წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. სმარტბოქსი  ვიდეოს ავტორს, პეტრე თომაძეს გაესაუბრა.

SmartBox: საიდან გაჩნდა ანიმაციის იდეა?

როგორც კი ეს ანიმაცია გამოვაქვეყნე ძალიან ბევრმა დამირეკა – პეტრე ცოცხალი ხარ? რამე ხომ არ მოიტეხე? მართლა მანქანამ დაგარტყა?  მინდა ავღნიშნო მათთვის, ვისაც ჯერ არ დაურეკავს – ცოცხალი ვარ! მანქანას არ დაურტყია! მანქანამ გვერდზე მდგომს დაარტყა, მე კი გადავრჩი. შესაბამისად, ადვილად მისახვედრია, საიდან გამიჩნდა ანიმაციის გაკეთების სურვილი და იდეა.

SmartBox: ხშირად შეგხვედრია მსგავსი სიტუაცია თბილისის ქუჩებში?

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქვეითი გეტყვით რომ ეს ჩვეული ამბავია მათთვის. შესაბამისად, მეც მსგავსი რამ დღეში 3-მჯერ მემართება, დილას, სამსახურში წასვლის დროს, სამსახურში, და სამსახურიდან დაბრუნების დროს.

SmartBox: თქვენ თუ მართავთ ავტომობილს?

არა, მაგრამ  მინდა აღვნიშნო,  რომ მესმის იმ მძღოლების ვინც კომენტარებში წერს, – ეს ქვეითების ბრალია!! აბსოლიტურად ვეთანხმები მათ, რადგან  ძალიან ბევრი, უყურადღებო ქვეითი არსებობს, ვინც შუა გზაზე დაუდევრად გადაადგილდება. მსგავსი ადამიანები არც საკუთარ თავზე ფიქრობენ, არც მძღოლზე, და არც იმ ბავშვებზე, თან რომ ყავთ. ამიტომ შესაძლებელია მათაც მივუძღვნა მსგავსი პატარა ანიმაცია.

SmartBox: თქვენ როგორ მოიქცეოდით ანიმაციის მთავარი გმირის ადგილზე მსგავს სიტუაციაში?

ტაქსის გავაჩერებდი, ჩავჯდებოდი, მეორე მხრიდან გადმოვიდოდი და გავაგრძელებდი გზას =))

SmartBox: დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენ მიერ დამზადებულ ვიდეორგოლს, რა იყო დამზადების მიზანი?

ვცდილობ ჩემი პროტესტი მსგავსი მძღოლებისა და ტაქსისტებისადმი გადავდო სხვა მოქალაქეებს.

SmartBox: აპირებთ თუ არა მსგავსი ვიდეორგოლებით წამოწიოთ სხვა პრობლემატური თემები?

არამგონია ამან შედეგი გამოიღოს დღევანდელ საზოგადოებაში, თუმცა კომერციული თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ჩემი აზრით, ეს ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი იქნება. ამიტომ თუ სპონსორი დაინტერესდება მსგავსი  ვიდეო რგოლების დაკვეთით, სიამოვნებით ვითანამშრომლებ.

SmartBox:  ორი სიტყვა თქვენ შესახებ 

ანიმაციებს ვაკეთებ უკვე 7 წელია. ახლა ისრაელთან ვთანამშრომლობ ერთ საინტერესო პროექტზე. პარალელურად, ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში დავიწყე მუშაობა, რასაც გარკვეული წარმატებები მოჰყვა. ვთანამშრომლობ სერიოზულ კომპანიებთან აშშ-სა და სხვადასხვა ქვეყნებში.

SmartBox: როგორია ანიმატორის თვალით დანახული ჩვენი ლოგო?

გარაჟს გავს, კარგია.
მარტივია და რაც მთავარია, ადვილად დასამახსოვრებელი.
Respect!