ტოკიოს ავტო სალონისთვის, სუბარუ და მისი დივიზიონი STI-ს სამ კონცეპტუალურ ავტომობილს ამზადებს, რომელთაგან ერთი პოპულარულ კუპე BRZ-ზეა ბაზირებული. ამ სამეულიდან, იაპონურმა კომპანიამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გაგვაცნო – STI Performance Concept (ფოტოზე), რომელიც პირველად აპრილში, ნიუ იორკის ავტო შოუზე ვიხილეთ. დანარჩენი ორი კი კომპანიის გარეთ ჯერ არავის უნახავს.

ამ ორიდან ერთია „XV ჰაიბრიდ STI კონცეპტი“, რომელიც ქროსოვერ „XV ქროსტრეკის“ ჰიბრიდული ვერსიაა. ეს ავტომობილი ჰიბრიდულ აგრეგატს ტემპერამენტიანი WRX STI-სგან გაიზიარებს. საერთოდ, დივიზიონი STI თავის ავტომობილებს ლურჯ ფერებში გვიჩვენებს ხოლმე, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, „XV ჰაიბრიდ STI კონცეპტი“ თეთრი იქნება, ნარინჯისფერი აქცენტებით. ეს ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებით იქნება გამორჩეული და მას საკიდარიც გაუმჯობესებული აქვს.

მესამეა უნვერსალი Levorg STI, რომელიც ასევე ლურჯად არის შეღებილი და სპორტულად გაფორმებული წინა ნაწილით გამოირჩევა. კონცეპტი 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, აქვს სპეციფიკური ამორტიზატორები და ორ ფერში (შავ და ბურგუნდიულ წითელში) შესრულებული სალონი.

ამ სამეულის გარდა, სუბარუს სტენდს გამოფენაზე ასევე ოთხი სარბოლო ავტომობილიც წარსდგება. მათგან ორი BRZ-ზეა ბაზირებული, ორი კი – WRX STI-ა.