Subaru-მ თავისი უახლესი, „გლობალური პლატფორმის“ მოკლე აღწერა გამოაქვეყნა. ეს პლატფორმა მოდულურია და მას იაპონური კომპანია თავისი ახალი თაობის მოდელებისთვის გამოიყენებს. მათ შორის პირველი ახალი Impreza გახდება, რომლის პრემიერაც მალე ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება.

ახალი პლატფორმა, Subaru-ს საშუალოვადიანი გეგმის ნაწილია და კომპანიის განვითარების ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ისეთივეს, როგორებიცაა ბოქსერის ტიპის ძრავების ახალი ოჯახი და სიმეტრიული სრულ ამძრავიანი სატრანსმისიო სისტემა. პლატფორმა დინამიურ, უსაფრთხო და კომფორტულ მართვას, ასევე შემცირებუ ხმაურსა და ვიბრაციის დაბალ დონეს უზრუნველყოფს.

h_S.GlobalPF_1

გარდა ამისა, მისი მოდულური სტრუქტურა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ კომპანიამ ეს პლატფორმა ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მოდელებისთვისაც გამოიყენოს. როგორც Fuji Heavy Industries-ის (Subaru მის ჯგუფში შედის) პრეზიდენტი იასუიუკი იოშინიგა ამბობს, მისი კომპანია მალე ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს.

h_S.GlobalPF_4

ახალი პლატფორმის წყალობით, მასზე დაფუძნებული მოდელების სტრუქტურული სიმტკიცე, ახლანდელი მოდელების შესაბამის მაჩვენებლებზე, 70-100 პროცენტით მეტი იქნება. გარდა ამისა, საშუალოდ 5 მილიმეტრით დაბლა დაიწევს სიმძიმის ცენტრი. გაზრდლი სიმტკიცის წყალობით, დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდება მოსახვევების გავლისას, ავტომობილის დახრა. ძარაში ინტეგრირებული იქნება უკანა განივი მდგრადობის სტაბილზატორი. ახალი პლატფორმის წყალობით, შეჯახებისას ავტომობილების ენერგოშთანმთქმელი უნარი დაახლოებით 40 პროცენტით გაიზრდება.

h_S.GlobalPF_2

კუპე BRZ-ის გარდა, Subaru-ს პრაქტიკულად ყველა მოდელი ამ ახალ პლატფორმაზე აეწყობა. მისი აგებულება იმის საშუალებას იძლევა, რომ მასზე განსხვავებული კლასის და გაბარიტების ავტომობილები აიგოს. იგივე ითქმის შიდაწვის ძრავებზე, ჰიბრიდულ სისტემებსა და ელექტრულ ძალურ დანდგარებზე, რომლებითც ეს ავტომობილები აღიჭურვება.