ნიუ იორკის პოლიცია, ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში პატრულირებისთვის დიდხანს იყენებდა სამბორბლიან სკუტერებს, რომლებიც საცობებშიც კი იოლად ახერხებენ მოძრაობას. მაგრამ მალე ქუჩებში სკუტერებს პატარა ავტომობილები ჩაანაცვლებს, რომლებიც ქალაქის პოლიციის დეპარტამენტისთვის, Smart-მა შეიმუშავა.

გერმანულ შვეიცარიულმა კომპანიამ ნიუ იორკის პოლიციას უკვე მიაწოდა 100 ცალი საპოლიციო Smart ForTwo, მალე კი მორიგ პარტიას მიაწვდს, რომელშიც ამავე ავტომობილის 150 ეგზემპლარი შევა. მცირე გაბარიტების და მანევრულობის გარდა, ეს ავტომობილი საწვავის ეკონომიური მოხმარებითაც გამოირჩევა და კარგად მიესადაგება ისეთი ქალაქის პოლიციას, რომლისთვისაც საავტომობილო საცობები ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

უკეთეს მახასიათებლებს თავი რომ დავანებოთ, საპოლიციო „სმარტი“ სამბორბლიან სკუტერს კომფორტითაც სჯობს. მისი სალონის ეკიპირებაში კი ჰაერის კონდიცირების სისტემაც შევიდა, რომელიც საგზაო პატრულის პოლიციელებს შრომას გაუადვილებს.

ავტომობილი 0.9-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც უკანა წამყვან ბორბლებს 89 ცხენის ძალით და 135 ნიუტონმეტრით ამარაგებს. ამ აგრეგატის დახმარებით, ორადგილიან ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მისაღწევად თითქმის 9.9 წამი სჭირდება. სამაგიეროდ, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 67 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

smart-forcops1

„სმარტი პატარა, თუმცა საკმაოდ ტევადი და მანევრული ავტომობილია, რისი წყალობითაც, სამუშაოს მიადვილებს. გარდა ამისა, ქალაქის მოსახლეობას მოსწონს ეს პატარა და კოხტა საპატრულო ავტომობილები“, – ამბობს ნიუ იორკის პოლიციის თანამშრომელი რალფ ჯეფერსონი, ვისაც ჩაინათაუნში უწევს პატრულირება.