Smart-ი პარიზის მოტორ შოუზე ახალი ელექტრომობილებით წარსდგება. მათ შორისაა ორადგილიან მოდელ ForTwo-ს კუპეს და კაბრიოლეტის ძარიანი, ასევე ოთხადგილიან ForFour-ის სუფთა ელექტრული ვერსიები. კუპეს და ოთხადგილიანის სვლის სიშორე 160 კილომეტრს აღწევს, კაბრიოლეტისა კ – 155 კილომეტრს.

სამივე ელექტრომობილი აღჭურვილია ერთი და იმავე ელექტრო ძრავით, რომელიც 82 ცხენის ძალას და 160 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავი სამფაზიანია და ის უკანა ბორბლებს, Renault-ს წარმოების ერთსაფეხურიანი კოლოფის გავლით უკავშირდება. ამ წყვილის დახმარებით, კუპე ადგილიდან ასის აკრეფას 11.8 წამში ახერხებს, ორადგილიან კაბრიოლეტს და ForFour-ს კი იმავე აჩქარებისთვის 12.5 წამი სჭირდებათ. სამივე ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე, 130 კმ/სთ-ს დონეზეა შეზღუდული.

smart-evs-14

იმის მიუხედავად, რომ ავტომობილს მხოლოდ ერთსაფეხურიანი კოლოფი ემსახურება, უკუსვლით მოძრაობა მაინც შეუძლია. კოლოფი ამას ძრავის საპირისპირო მიმართულებით ბრუნვის ხარჯზე უზრუნველყოფს.

ელექტრო ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობა 17.6 კილოვატსაათია. ეს კი 160 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი. ელემენტების სრულად დამუხტვას 2.5 საათი სჭირდება, რაც ორჯერ ნაკლებია წინა ელექტრული „სმარტების“ დამუხტვის დროზე. გერმანიაში, სადაც ერთფაზიანი ცვლადი დენია ხელმისაწვდომი, შესაძლებელი სწრაფი დამუხტვის სისტემის გამოყენება, რაც საქმეს დამუხტვას საათზე ოდნავ მეტს უნდება.

ელექტრული Smart-ები პირველ რიგში, ამერიკის ბაზარზე შევა, სადაც ამ კომპანიის მიერ გაყიდული ყოველი ოთხი ავტომობილიდან, თითო ელექტრულია. ევროპაში კი სამივე ელექტრომობილი მომავალი წლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი.