ეს ის შემთხვევაა, როცა არც სატუნინგო ატელიეს ახირებასთან (ორიგინალობას და ყურადღების მიპყრობას რომ ემსახურება) გვაქვს საქმე და არც მყიდველის შეკვეთაზე, რომელიც არ უნდა გამეორდეს. ეს Skoda Superb-ი რომელიც თავიდან ბოლომდე ტყავშია „გახვეული“, ფლორენციის უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტის მიერაა დამზადებული.

Skoda-Superb-Wrapped-in-Leather-2

საქმე ისაა, რომ „შკოდას“ ექსტერიერის დიზაინერმა, სლოვაკმა იოზეფ კაბანმა, ფლორენციელ სტუდენტებს ორიგინალური დავალება მისცა – „სუპერბისთვის“ მოეფიქრებინთ ისეთი გაფორმება, რომელიც მათს ქალაქთან იქნებოდა დაკავშრებული. და რადგანაც ტყავის ფლორენციული ნაკეთობები საქვეყნოდაა ცნობილი და Gucci-მაც მუშაობა სწორედ ფლორენციიდან დაიწყო, სტუდენტებმაც გადაწყვიტეს, ავტომობილის ძარა ტყავში შეეფუთათ.

არავინ იცის, როგორ მოახერხეს მათ მთელი მანქანის ტყავით დაფარვა. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია – ხომ არსებობს ავტომობილი, რომელიც ხურდა ფულითაა მოოჭვილი, ან ავტომობილი, რომელსაც ნაჭრის ძარა აქვს. რას არ გაიგებ და ნახავ. მთავარია, რომ ავტომობილი ძალიან ორიგინალურად გამოიყურება. ოღონდ, „შკოდა“ არც მის გაყიდვას აპირებს და არც გამოფენებზე გამოტანას. ეს უბრალო სავარჯიშო იყო სტუდნტებისთვის.

skoda-superb-wrapped-in-leather-by-italian-students-looks-like-a-gucci-bag_3

მომავალმა დიზაინერებმა თავიანთი ქმნილებისთვის ყავისფერი ტყავი აარჩიეს, რომელიც საუკეთესოდ მოერგო ჩეხურ ავტომობილს. ნაკერებისთვის კი რძისფერი ძაფი გამოიყენეს, რომელიც „სუპერბის“ ყველა ხაზს კიდევ უფრო გამოკვეთილად გვიჩვენებს. საერთო ჯამში, ავტომობილი გიგანტურ სავარძელს, ან თუნდაც Gucci-ს ჩანთას დაემსგავსა…

skoda-superb-wrapped-in-leather-by-italian-students-looks-like-a-gucci-bag_4