კომპანია „სინ ქარზი“ 2012 წელს, მიუნხენში დააარსა ბულგარელმა ბიზნესმენმა, ინჟინერმა და ავტომრბოლმა როსენ დასკალოვმა. მის კომპანიას ზოგი ბრიტანულადაც მოიხსენიებს, თუმცა ახლახანს მან ბულგარეთში გადაინაცვლა და წარმოებისთვის, თავის სარბოლო სუპერ ავტომობილ R1-ის საგზაო ვერსია, R1 RS მოამზადა, რომელიც უკვე წარუდგინა პოტენციურ მომხმარებლებს და მალე მსოფლიო პრემიერისთვის, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს.

ცნობისათვის, „სინ ქარზმა“ თავიდან მუშაობა დაიწყო, როგორც ეგრეთ წოდებული მგორავი შასის (როლინგ შასის) მწარმოებელმა. ამასთან, პროდუქციას მხოლოდ შეკვეთებით ამზადებდა. „სინ ქარზი“ მჭიდროდ თანამშრომლობს ბრიტანულ კომპანია „პროფორმენს მეტალთან“, რომელიც მისი ავტომობილებისთვის, ფოლადის მილებისგან, მსუბუქსა და მტკიცე სივრცულ ჩარჩოებს ამზადებს. რაც შეეხება ძრავს, კომპანია „შევროლე კორვეტისგან“ იყენებს.

Sin-R1-RS-2

„სინ R1 RS-ის“ გაბარიტებია: სიგრძე 4830 მილიმეტრი, სიგან 2000 მილიმეტრი და სიმაღლე 1285 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე 2760 მილიმეტრს შეადგენს. სივრცულ ჩარჩოზე კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ ძარას ამაგრებენ. R1 RS-ს სუპერ ავტომობილებისთვის კლასიკური შეთანწყობა აქვს – ძრავი ბაზაშია განლაგებული. ავტომობილის 1150 კილოგრამს იწონის.

მყიდველს სამ განსხვავებულ ძრავს და შესაბამისად, სიმძლავრეს შესთავაზებენ. სამივე „შევროლეს“ წარმოებისაა. ყველაზე სუსტია 6.2-ლიტრიანი LS3 V8, რომელიც 430 ცხენის ძალას იძლევა. მეორე ძრავია 7.0-ლიტრიანი LS7 V8, 530 ცხენის ძალით და მესამე – 6.2-ლიტრიანი LS9 V8, რომლის სიმძლავრეც 650 ცხენის ძალას აღწევს. სამივე შემთხვევაში, ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი სეკვენტალური (ავსტრალიურ კომპანია ალბინსის წარმოების)  გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომელშიც გაზრდილი ხახუნის დიფერენციალია ინტეგრირებული. მყიდველის სურვილის შემთხვევაში, 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფის დაყენებაც შესაძლებელია.

sin-r1-rs_100518764_l

„სინ R1 RS-ის“ საბაზო ვერსიას, ადგილიდან ასის აკრეფა 3.5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს აღწევს. შედარებისთვის, სატრეკო ვერსიის (რომელიც 960 კილოგრამს იწონის) აჩქარება 2.5 წამია.

ბულგარული სუპერ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.