კომპანია „ბიგ ტოიზ რეისინგმა“, გიგანტურბორბლიანი ავტომობილების მოყვარულთათვის, მორიგი მონსტრი – „სინ სიტი ჰასტლერი“ შეიმუშავა, რომელზეც ფლორიდაში საგზაო სერტიფიკატი. ავტომობილის სიგრძე 9 753 მილიმეტრია, სიმაღლე – 3 658 მილიმეტრი. მასში 13 სავარძელია განლაგებული. ამ ავტომობილის შეძენის მსურველს, ჯიბეში მილიონი დოლარი უნდა ჰქონდეს.

„ბიგ ტოიზი“ აცხადებს, რომ ეს გიგანტური ავტომობილი, „ფორდ ექსკურშნის“ ბაზაზეა შემუშავებული, თუმცა დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავს, რომ დონორი ავტომობილისგან ბევრი არაფერია აღებული. „სინ სიტი ჰასტლერს“ მამოძრავებელი ძალით, 8.5-ლიტრიანი V8 ძღავი უაზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძალაა.

sin-city-hustler_100513673_l

გიგანტის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ მას ოთხი მართვადი ბორბალი აქვს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ავტომობილის მართვა მეტნაკლებად შესაძლებელი იყოს. ამასთან ოთხი მართვადი ბორბლის წყალობით, მას კარგი მანევრირების უნარიც გააჩნია. როგორც მწარმოებელი ირწმუნება, გიგანტური ავტობუსი ადვილად მანევრირებს უდაბნოშიც კი.