კვირას, 18 სექტემბერს, სიღნაღში, წნორი-სიღნაღის განახლებულ, ხუთ კილომეტრიან ტრასაზე, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში, მეოთხე ეტაპი. რბოლაში 21 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას და ის რამდენიმე კლასად იყო დაყოფილი. აბსოლუტურ კლასში მიცუბიშისა და სუბარუს მარკის ავტომობილები ლიდერობდნენ. რბოლა გაიმართა რუსთავის ავტოდრომისა და საავტომობილო სპორტის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, სპორტის სამინისტროსა და სიღნაღის გამგეობის მხარდაჭერით.

გზის ახალი მონაკვეთი იდეალურია ამ ტიპის შეჯიბრის გასამართად, წნორი-სიღნაღის აღმართის რელიეფი კი საკმაოდ ექსტრემალურ სანახაობას ქმნის. რბოლის ოთხი ამოსვლის გამო რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, სამი მანქანა გზიდან გადავიდა, რის გამოც მრბოლელებმა შეჯიბრი ვეღარ გააგრძელეს.

რბოლის შედეგები კი ასე გამოიყურება: კლასი 1500 და კლასი ტურინგ ლაითი – გიგა ბიძინაშვილი; კლასი 3500 და აბსოლუტი – გოგა არჯევანიძე; ტრასის ზუსტი სიგრძე – 4 კილომეტრი და 750 მეტრი, მისი გავლის სარეკორდო დრო 03:00 წუთი.

agmartis-dadz

agmartis-dadzleva-signagi